ტყის ქათამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტყის ქათამი''' (ლათ. Scolopax rusticola Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი [[მეჭვავია...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ტყის ქათამი''' (ლათ. Scolopax rusticola Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − ტყის ქათამი
+
[[ფაილი:Tyis qaTai.PNG|thumb|200px|ტყის ქათამი]]
 +
'''ტყის ქათამი''' (ლათ. Scolopax rusticola Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − ტყის ქათამი.
 +
 
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes)
 
* რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes)

მიმდინარე ცვლილება 01:00, 4 აპრილი 2025 მდგომარეობით

ტყის ქათამი

ტყის ქათამი (ლათ. Scolopax rusticola Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ტყის ქათამი.

ტყის ქათამი მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 175-195 მმ-ია, გალო − 32-38, ნისკარტი – 70-76 მმ, წონა – 270-340 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული, იგი ინდივიდუალურად ცვალებადობს. სხეულის ზემო მხარე უპირატესად ჭრელია, მოშავო-მურა, მოჟანგისფრო-ქარცი და ღია რუხი ფერებით. შუბლი ღია ნაცრისფერია; კეფაზე ფართო ჟანგისფერი და მურა-შავი განივი ზოლებია. პირის კუთხეებიდან თვალებამდე მოწაბლისფრო-მურა ზოლები გადის. მომქნევები წაბლისფერია. პირველი მომქნევის გარეთა კიდე მოთეთროა. დანარჩენი მომქნევების გარეთა მარაოებზე ჟანგისფერი სამკუთხა კოპლებია, ხოლო შიგნითა მარაოების კიდეებზე ხერხის კბილებისმაგვარი მკრთალი მოჟანგისფრო ლაქები გასდევთ. საჭის ბუმბულები შავია, რომელთა წვეროები ზემოდან მონაცრისფროა, ხოლო ქვემოდან – თეთრი. სხეულის ქვემო მხარეზე მოქარცისფრო-რუხი და მურა ფერის განივი ზოლებია. ნიკაპი და ყელი თეთრია. მურა ფერის ნისკარტი სწორი, გრძელი და ბოლოში ხორკლიანია. ფეხი ოთხთითიანია, წვივი შემოსილია გალოსთან შესახსრებამდე. შედარებით მოკლე გალო წინიდან განივი, ხოლო უკანიდან მრავალკუთხა ქერცლებითაა დაფარული.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩრდილოური ტყის ქათამი – S. r. rusticola Linn., 1758.

სარჩევი

 [დამალვა

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას, დასავლეთით ბრიტანეთის, აზორისა და კანარის კუნძულებიდან (მაგრამ არ ბუდობს პირენეის ნახევარკუნძულზე), აღმოსავლეთით იაპონიის ჩათვლით. ჩრდილოეთი საზღვარი სკანდინავიაში აღწევს 70-ე, ხოლო ფინეთში – 66-ე პარალელებამდე; შემდეგ გაივლის კარელიაზე, პეჩორის ქვემო დინებასთან, შუა ტუნგუსკის შესართავთან, ოლიოკმინსკთან და მიდის ოხოტის ზღვამდე. სამხრეთით ბუდობს ალპებში, ბულგარეთში, კარპატებში, ხარკოვისა და ვორონეჟის ოლქებში, ურალის სამხრეთ ნაწილში, ტომსკამდე, ბარნაულამდე, ალტაიზე, ჩრდილოეთ მონგოლეთსა და ზღვისპირეთში – მდ. ამურის შუა დინებამდე. ცნობილია ტყის ქათმის ბუდობა ყირიმსა და ამიერკავკასიაშიც, მაგრამ საქართველოში ბუდობა ფაქტობრივი მასალით არაა დადასტურებული. ზამთრობს ბრიტანეთში, პირენეის ნახევარკუნძულზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ევროპასა და აფრიკაში, აგრეთვე სამხრეთ აზიაში. საქართველოში მრავლად მოიპოვება მიმოფრენის დროს. ერთეულები გვხვდება ზამთარშიც.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს ხშირი, უღრანი ტყის მასივებში, ძლიერ განვითარებული ქვეტყითა და ტენიანი ნიადაგით. მიმოფრენის დროს და ზამთარშიც ეტანება ტყის დაჭაობებულ ნაკვეთებს მეტწილად დაბლობებში, აგრეთვე ბუჩქნარებს.

[რედაქტირება] გამრავლება

პოლიგამიური ფრინველია. ბუდეს აწყობს დედალი, მამლის მონაწილეობის გარეშე. ბუდე ამოფენილია ხმელი ბალახით და მოთავსებულია ხშირი ტყის მიყრუებულ ადგილას. აპრილის პირველ ნახევარში დებს 4 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ტყის ქათმის მთავარი საკვებია ჭიაყელა. შემდეგ მოდის ნაირგვარი მწერების მატლები, აგრეთვე ზრდასრული მწერები, პატარა პეპლები, ხოჭოები და სხვ. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და კენკრით.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლოა, მაგრამ უფრო დიდი ღირებულება აქვს როგორც სანადირო ობიექტს. ჩვენშიც მრავლად მოიპოვებენ, განსაკუთრებით გვიან შემოდგომაზე.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები