ვერცხლისფერი თოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვერცხლისფერი თოლია''' (''ლათ''. Larus argentatus Pontoppidan, 1763) − ფრინველი [[თოლია...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Vercxlisferi tolia.PNG|thumb|250px|ვერცხლისფერი თოლია]]
 
'''ვერცხლისფერი თოლია''' (''ლათ''. Larus argentatus Pontoppidan, 1763) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 
'''ვერცხლისფერი თოლია''' (''ლათ''. Larus argentatus Pontoppidan, 1763) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)

მიმდინარე ცვლილება 21:29, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

ვერცხლისფერი თოლია

ვერცხლისფერი თოლია (ლათ. Larus argentatus Pontoppidan, 1763) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

ვერცხლისფერი თოლია დიდი ზომისაა, ფრთა 400-485 მმ-ია, ნისკარტი − 50-80 მმ, წონა − 700-1200 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზაფხულში ზურგზე მოცისფრო-რუხია; ღია რუხი ფერის მომქნევებზე წვეროების მახლობლად აქვს შავი ზოლები, ხოლო წვეროები თეთრია. ბუმბულსაფარველის დანარჩენი ნაწილი თეთრია. ნისკარტი ყვითელია, მაგრამ ქვედა ყბის კუთხესთან არის მონარინჯისფრო-წითელი ლაქა. ფეხები ხორცისფერია, ხშირად მოყვითალო ან მოცისფრო ელფერით. ზამთარში თავსა და კისრის უკანა ნაწილზე მურა ფერის შტრიხებია. ახალგაზრდა ფრინველს ზურგისა და მხრების ბუმბულები მორუხო-მურა აქვთ, მოთეთრო არშიებით. თეთრი ფერის საჭისა და კუდზედა ბუმბულებზე მუქი მურა ან მოშავო განივი ლაქებია. მომქნევები მოშავო-მურაა, მოთეთრო ბოლოებით. თავის გვერდებსა და სხეულის მთელ ქვემო მხარეზე ჟანგმიწისფერ-მურა ლაქებია. ნისკარტი მოშავოა, მაგრამ ძირში მკრთალი მოვარდისფრო.

აღწერილია 12 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება სევანური ვერცხლისფერი თოლია − L. a. armenicus Buturlin, 1934 და სამხრული ვერცხლისფერი თოლია − L. a. cachinans Pallas, 1811.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, აგრეთვე აზიის დიდ ნაწილს (აღმოსავლეთი ციმბირის ცენტრალური ნაწილის გამოკლებით), ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებიდან და კუნძულებიდან, სამხრეთით − ხმელთაშუა ზღვა, მცირე აზია, ამიერკავკასია, ირანი, შუა აზია, მონგოლეთი. გარდა ამისა, მოიპოვება აზორისა და კანარის კუნძულებზე, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში − ცენტრალური ალასკიდან ნიუ-იორკამდე. არეალის ჩრდილოეთი ნაწილებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში − მობინადრე ან მომთაბარე. საქართველოში მობუდარია სამხრული ქვესახეობა, სევანური კი შეიძლება შეგვხვდეს მომთაბარეობის დროს.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბუდობის პერიოდში ბინადრობს ზღვებისა და შიდა წყალსატევების კლდოვან, ქვიშიან, ბალახნარებითა და ბუჩქნარებით დაფარულ სანაპიროებზე, აგრეთვე ჭაობებში. მიმოფრენის დროს და ზამთარში მოიპოვება ზღვების სანაპიროებსა და მდინარეთა ხეობებში.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ბუდეები ჩვეულებრივად განლაგებულია ჯგუფებად და კარგადაა დაფარული მცენარეულობით. ბუდე წარმოადგენს ლელის, ლერწმისა თუ სხვა მცენარეთა ხმელი ფოთლების გროვას. აპრილის პირველ ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 26 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

საკვები რაციონი იცვლება ადგილობრივი პირობების მიხედვით იკვებება თევზებით, პატარა ზომის ხმელეთის ხერხემლიანებით, მწერებით, ზღვის უხერხემლოებით, მძორით, კენკრა და სხვა ნაყოფებით.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

ზოგან მრავლად ანადგურებს მავნე თაგვისებურ მღრღნელებსა და მავნე მწერებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები