ჰოფმანი ერნსტ თეოდორ ამადეუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი''' – (24 იანვარი 1776, კენიგსბერგი – ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰოფმანი ერნსტ თეოდორ ამადეუს“ გადაიტანა გვერდზე „[[ერნსტ თეოდორ ...)

01:23, 20 მაისი 2025-ის ვერსია

ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი – (24 იანვარი 1776, კენიგსბერგი – 25 ივნისი 1822, ბერლინი), გერმანელი მწერალი და კომპოზიტორი. იყო აგრეთვე რეჟისორი, დირიჟორი, მხატვარ-დეკორატორი.

1814-იდან ცხოვრობდა ბერლინში. ჰ. გერმანული რომანტიკული ლიტერატურის, მუსიკალური ესთეტიკისა და კრიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია (ნოველები „კავალერი გლიუკი,“ „იოჰან კრაისლერის, კაპელმაისტერის მუსიკალური ვნებანი“, რომანი „კატა მურის ცხოვრებისეული შეხედულებები“ და სხვ.). ჰოფმანი ერთ-ერთი პირველი რომანტიკული ოპერის „უნდინეს“ (1813), აგრეთვე სხვა ნაწარმოებების ავტორია (ოპერა „ავრორა“ 1812, სიმფონიები, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები და სხვ.). გავლენა მოახდინა კ. ვებერის, რ. შუმანის, რ. ვაგნერის შემემოქმედებაზე. მისი პოეტური სახეები აღბეჭდილია შუმანის „კრაისლერიანაში“, ვაგნერის „მფრინავ ჰოლანდიელში“, ბალეტებში: „მაკნატუნა“ (ჩაიკოვსკი), „კოპელია“ (დელიბი), „ჟიზელი“ (ადანი), ოპერაში „კარდილიაკი” (ჰინდემითი). ჰოფმანი გახდა ჟ. ოფენბახის ოპერის – „ჰოფმანის ზღაპრების“ გმირი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები