რუხი ყვავი
(ახალი გვერდი: '''რუხი ყვავი''' '''რუხი ყვავი''' (ლათ. Corvus cornix Linnaeus, 1758) ფრ...) |
|||
| ხაზი 30: | ხაზი 30: | ||
[[კატეგორია:ყორნისებრნი]] | [[კატეგორია:ყორნისებრნი]] | ||
[[კატეგორია:ყორანი]] | [[კატეგორია:ყორანი]] | ||
| + | [[კატეგორია:მძორიჭამიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 18:40, 15 ივნისი 2025 მდგომარეობით
რუხი ყვავი (ლათ. Corvus cornix Linnaeus, 1758) ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ყორნისებრნი (Corvidae)
- გვარი − ყორანი (Corvus)
რუხი ყვავი საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 300-335 მმ-ია, კუდი – 180-190 მმ, ნისკარტი – 35-45 მმ, წონა – 440-595 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრულ ფრინველს თავი, ყელი, ჩიჩახვი, ფრთები, კუდი და წვივის ბუმბულები შავი აქვს. კისრის ზემო მხარე, ზურგი, მუცელი და სხეულის გვერდები – ღია რუხი, მონაცრისფრო ან მოცისფრო-რუხი ელფერით. შავ ფრთებსა და კუდზე ოდნავ შესამჩნევი ელვარებაა. ნისკარტი და ფეხები შავია.
აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური რუხი ყვავი – C. c. sharpii Oates, 1889.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას: ევროპაში მოიპოვება ირლანდიაში, შოტლანდიაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, შემდეგ ელბიდან აღმოსავლეთით – მთელ შუა და აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო აზიაში – ენისეიმდე. ჩრდილოეთით ვრცელდება ტყე-ტუნდრის ზონამდე, ხოლო სამხრეთით ჩრდილოეთ იტალიაში, ბალკანეთში და ველის ზონაში შავი ზღვისპირეთიდან ალტაიმდე. არეალის ჩრდილოეთ რაიონებში ეწევა მომთაბარეობას, რაც ზოგჯერ გადაფრენის ხასიათს ღებულობს. საქართველოში გავრცელებულია ყველგან როგორც მობინადრე ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბუდობის პერიოდში ეტანება მეტწილად ტყისპირებს, კორომებს, ბაღებს, განცალკევებით მდგარ მაღალტანიან ხეებს, ჭალებს, ველებს, მთების ფერდობებს – ტყის ზემო საზღვრამდე. საკვების ძებნაში ხშირად ადის ალპურ ზონაშიც და გვხვდება ზღვის სანაპიროებზეც. გამრავლების შემდგომ პერიოდში მოიპოვება ყველგან, გარდა უღრანი ტყის სიღრმეებისა, მაგრამ უპირატესად გვხვდება კულტურულ ლანდშაფტში და ადამიანის სამოსახლოს მახლობლად.
[რედაქტირება] გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2 წლის ასაკში. ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს ხეებზე. ბუდის აგებაში მონაწილეობს ორივე სქესის ფრინველი. ერთსა და იმავე ბუდეს იყენებს რამდენიმე წელიწადს. წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდება. აპრილის მეორე ნახევარში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 17 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
პოლიფაგი ფრინველია. ჭამს ნაირგვარ უხერხემლო ცხოველებს – ხოჭოებს, სწორფრთიანებს, ჭიანჭველებს, მოლუსკებს, აგრეთვე ხერხემლიანებსაც – პატარა ზომის მღრღნელებს, ფრინველების კვერცხებსა და ბარტყებს, ხვლიკებს, ბაყაყებს, თევზებს და ა. შ. მცენარეული საკვებიდან აღსანიშნავია ხორბალი, ქერი, სიმინდი და სხვა მარცვლოვანები.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
რიგ ადგილებში ყვავი სასარგებლოა მავნე მღრღნელებისა და მწერების მასობრივად განადგურებით. ზოგან კი, მარცვლოვან კულტურათა თესლების აკენკვით, აგრეთვე მცურავ სანადირო ფრინველთა ბუდეების განადგურებით, მნიშვნელოვანი ზარალიც მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.