საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ინტერპარტიული კრება)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
==== ინტერპარტიული კრება ====
 
==== ინტერპარტიული კრება ====
  
1917 წლის აპრილში მოწვეულმა ინტერპარტიული კრებამ, რომელსაც იმჟამად საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდა. საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეთანხმების საკითხი განიხილა და მათ შორის კონსენსუსის მიღწევა შეაძლებლად სცნო. კრებას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი.   
+
1917 წლის აპრილში მოწვეულმა ინტერპარტიული კრებამ, რომელსაც იმჟამად საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდა. საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეთანხმების საკითხი განიხილა და მათ შორის კონსენსუსის მიღწევა შეაძლებლად სცნო. კრებას თავმჯდომარეობდა [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/222/ აკაკი ჩხენკელი].   
  
 
ინეტრპარტიული კრების მესამე 1919 წლის 3 აგვისტოს შეკრებაზე დადგა საკითხი საერთო ეროვნული პოლიტიკური ორგანოს დაარსების აუცილებლობის შესახებ. კრების მონაწილეთა აზრით, ამ ორგანოს მიერ მიღებული დადგენილებები პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას უნდა დაფუძნებოდა.
 
ინეტრპარტიული კრების მესამე 1919 წლის 3 აგვისტოს შეკრებაზე დადგა საკითხი საერთო ეროვნული პოლიტიკური ორგანოს დაარსების აუცილებლობის შესახებ. კრების მონაწილეთა აზრით, ამ ორგანოს მიერ მიღებული დადგენილებები პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას უნდა დაფუძნებოდა.

16:19, 26 აპრილი 2016-ის ვერსია

საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო - საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

ინტერპარტიული საბჭო იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც პოლიტიკური პარტიისა და მიმდინარეობის წარმომადგენლები, შეიკრიბნენ და საჯაროდ დაიწყეს მსჯელობა საქართველოს ბედზე.

სარჩევი

შექმნის ისტორია

ინტერპარტიული კრება

1917 წლის აპრილში მოწვეულმა ინტერპარტიული კრებამ, რომელსაც იმჟამად საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდა. საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეთანხმების საკითხი განიხილა და მათ შორის კონსენსუსის მიღწევა შეაძლებლად სცნო. კრებას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი.

ინეტრპარტიული კრების მესამე 1919 წლის 3 აგვისტოს შეკრებაზე დადგა საკითხი საერთო ეროვნული პოლიტიკური ორგანოს დაარსების აუცილებლობის შესახებ. კრების მონაწილეთა აზრით, ამ ორგანოს მიერ მიღებული დადგენილებები პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას უნდა დაფუძნებოდა.

ბიუროს დამფუძნებელი კრება

1917 წლის 12 აგვისტოს, მოწვეულ იქნა საქართველოს ინტერპარტიული საინფორმაციო ბიუროს დამფუძნებელი კრება.

კრებას დაესწრნენ ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. რამიშვილი, ალ. ლომთათიძე, პ. საყვარელიძე, კ. მესხი, ს. კედია, გ. გვაზავა, დ. ვაჩნაძე, გ. ვეშაპელი, გ. რცხილაძე, ა. პაპავა, ა. ჯაჯანაშვილი და მ. საყვარელიძე. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟორდანია, მდივნად - პ. საყვარელიძე.

კრების გადაწყვეტილებით ინტერპარტიულ ეროვნულ ბიუროში მონაწილეობის უფლება მიეცა 5 პოლიტიკურ პარტიას: სოციალ-დემოკრატებს, სოციალ-ფედერალისტებს, ეროვნულ-დემოკრატებს, სოციალისტ-რევოლუციონერებს და ბოლშევიკებს, (ამ უკანასკნელმა აღნიშნულ ორგანოში მონაწილების მიღებაზე უარი განაცხადა) რომლებიც ბიუროში თანაბარი რაოდენობის წევრებით იქნებოდნენ წარმოდგენილი.

ბიუროს შემადგენლობა წარმოადგენილი პარტიების ხუთ-ხუთ წევრით განისაზღვრა, ბიუროს აღმასრულებელი ორგანოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში თითო პარტიიდან თითო წევრს ირჩევდნენ.

ინტერპარტიული ბიუროს პრეზიდიუმის მუდმივი თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, მის ამხანაგი - კონსტანტინე მესხი.

ბიუროს უფლებამოსილებანი

განისაზღვრა ინტერპარტიული ბიუროს უფლება-მოსილებანი. „ქართველი ერის ინტერპარტიული ბიურო დაარსებულია ქართველი ხალხის ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-საზოგადოებრივ საჭიროებათა გასაძღოლათ და დასაკმაყოფილებლად. ერის ყველა მთავარ საჭირბოროტო საკითხებს არკვევს და სწყვეტს ინტერპარტიული ბიურო. მისი დადგენილებანი სისრულეში მოყავს პრეზიდიუმს. ინტერპარტიული ბიუროს და მისი პრეზიდიუმის დაწვრილებითი ფუნქციები და ხასიათი საბოლოოდ ჩამოყალიბდება და განხორციელდება პარტიულ-პოილიტიკური მუშაობის პროცესში. პრეზიდიუმში შეთანხმება სადაო საკითხებში არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ინტერპარტიულ შეთანხმებად. აქ დასმული სადაო კითხვები პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით და დასკვნით გადაეცემა პლენუმს განსახილველად. თვით ქართველთა ინტერპარტიულ ბიუროში (პლენუმში) შეთანხმება ნიშნავს საქართველოს ინტერპარტიულ შეთანხმებას. პლენუმის შეთანხმებული დადგენილება ამა თუ იმ საკითხზე ასასრულებელი და სავალდებულოა. ქართველთ ინტერპარტიული ბიუროს და მის პრეზიდიუმს ჰყავს მუდმივი თავმჯდომარე და მდივანი“.

ბიუროს წევრები

პრეზიდიუმის წევრები

ინტერპარტიული საბჭო

1917 წლის 21 აგვისტოს ინტერპარტიულ საინფორმაციო ბიუროს სახელი შეეცვალა და ეწოდა საქართველოს ეროვნული ინტერპარტილი საბჭო, ხოლო ბიუროს პრეზიდიუმს - აღმასრულებელი კომიტეტი.

ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტიიდან ათ-ათი წარმომადგენელი იქნა არჩეული.

საბჭოს წევრები

  • ნ. ჟორდანია
  • ა. ჩხენკელი
  • ნ. რამიშვილლი
  • ა. ლომთათიძე
  • ე. გეგეჭკორი
  • ს. ჯიბლაძე
  • პ. საყვარელიძე
  • პ. ქავთარაძე
  • ივ. გომართელი
  • ლ. შენგელაია
  • ნ. ქარცივაძე
  • ი. გობეჩია
  • კ. მესხი
  • ი. ჩერქეზიშვილი
  • გ. ნათაძე
  • ნ. ჩიგოგიძე
  • მ. გავაშელი
  • დ. კაჩაური
  • გ. ლასხიშვილი
  • დ. უზნაზე
  • შ. მესხიშვილი
  • ი. გედევანიშვილი
  • გ. რცხილაძე
  • შ. მიქელაძე
  • ი. ბარათაშვილი
  • ს. ფირცხალავა
  • ქრ. რაჭველიშვილი
  • შ. დადიანი
  • გ. ჟურული
  • გ. გვაზავა
  • შ. ამირეჯიბი
  • დ. ვაჩნაძე
  • სპ. კედია
  • ი. მაჭავარიანი
  • რ. ივანიცკი (ინგილო)
  • გრ. ვეშაპიძე
  • გ. ქიქოძე
  • შ. ქარუმიძე

აღმასრულებელი კომიტეტი

  • ა. ჩხენკელი
  • ნ. ჟორდანია
  • გ. ლასხიშვილი
  • გ. რცხილაძე
  • გ. გვაზავა
  • ნ. ქარცივაძე
  • პ. საყვარელიძე.

ინერპარტიულ საბჭოში განხილული საკითხები

ინტერპარტიული კრების უმთვრესი თემას „ეროვნულ საკითხში შეთანხმაბა“ წარმოადგენდა. ეროვნული საკითხი ორად იქნა გაყოფილი: 1) საქართველოს ტერიტორია და 2) ეროვნული სეიმის კომპეტენცია.

ტერიტორიის საკითხზე შეთანხმებას პარტიებმა პირველივე კრებაზე მიაღწიეს. ზოგადად განისაზღვრა ქვეყნის საზღვრები, მაგრამ საქართველოს ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო: უდაო ტერიტორიებად და სადავო ტერიტორიებად. სადავო ტერიტორია კრებამ ასე განსაზღვა: „პერიფერიებია, განაპირა რაიონებია, სადაც უმრავლესობას ქართველობა არ შეადგენს, ან ხალხის სურვილი არ ვიცით, საით მოისურვებს წასვლას“. კრებამ სადავო ტერიტორიის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის საკითხის გადასაწყვეტად რეფერენდუმი აირჩია.

„ინტერპარტიულ საბჭოში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი არ დასმულა. ეროვნულ-დემოკრატების აზრით, თუ რუსეთი ფედერაციული სახელმწიფო იქნებოდა, საქართველოს უნდა მიეღო ფედერაციული ერთეულის სტატუსი; თუ რუსეთი უნიტარული რესპუბლიკა იქნებოდა, საქართველოს უნდა მოეთხოვა ფართო ეროვნული ავტონომია საკუთრი პრეზიდენტით. სოციალ-დემოკრატები უარყოფდნენ როგორც ფედერაციას, ისე ავტონომიის იდეას და მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს უნდა ჰქონოდა ფართო ადგილობრივი ეროვნული თვითმართველობა, მაგრამ არა უშუალოდ რუსეთის სახლმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც, თავისთავად, რუსეთის სახელმწიფოს ნაწილი იქნებოდა“. (ზ. გერგედავა-ჭელიძე, აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური მსოფლმხედველობა)

საქართველოს ეროვნულმა ინტერპარტიულმა საბჭომ 1717 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - დაინიშნა ეროვნული ყრილობის გახსნის თარიღი - 1917 წლის 19 ნოემბერი.

საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევა ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს უმნიშვნელოვანესი დამსახურება იყო.

წყარო

ვადაჭკორია, შოთა. პოლიტიკური პარტიები და საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა (1917) [რედ.: ფრ. სიხარულიძე]; საქ. მეცნ. აკადემია. - თბ., 1998 (ს/ს „პირველი სტამბა“). - 88გვ.; 20სმ.

გერგედავა-ჭელიძე, ზაირა. აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური მსოფლმხედველობის ევოლუცია (1898-1917) / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. - 88გვ. ; 20სმ.. - ISBN 99940-13-72-6 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18372]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები