ენცეფალიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
  
[[კატეგორია:ამედიცინო ტერმინები]]
+
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კტწგორი: ენცეფალიტი]]
 
[[კტწგორი: ენცეფალიტი]]

13:09, 18 ივნისი 2019-ის ვერსია

ენცეფალიტი - შეიძლება იყოს პირველადი - (უპირატესად ვირუსული) ინფექციით გამოწვეული ან მეორადი (რომელიმე დაავადების ფონზე), მაგ., ბაქტერიული მენინგიტის, სეპტიცემიის ან ცერებრული აბსცესის გართულების შედეგი. დღეისთვის გამოვლენილია ენცეფალიტის უამრავი ვირუსული მიზეზი, მათ შორის, herpes simplex, რომლის წარმატებით მკურნალობა (ინტრავენური აციკლოვირით) შესაძლებელია. მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. მწვავე მდგომარეობას ახასიათებს თავის ტკივილი, პირღებინება, ცნობიერების დარღვევები და გულყრების განვითარება. ხშირია დელირიოზული მდგომარეობაც. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება, ფსიქიატრის კონსულტაცია გახდეს საჭირო, თუმცა, უფრო ხშირად ფსიქიატრთან ხვდებიან ქრონიკული სიმპტომების მქონე პაციენტები, რომლებსაც გახანგრძლივებული შფოთვითი სიმპტომები, დეპრესია, გამოხატული მეხსიერების დაქვეითება, პიროვნული ცვლილებები ან რთული პარციალური გულყრები აღენიშნებათ.

მოზრდილებში ენცეფალიტის გამომწვევ სხვა მიზეზებს შორისაა ვირუსული ენცეფალიტები, რომლებიც ცხოველებს გადააქვთ (მაგ., იაპონური B ენცეფალიტი, ავსტრალიური ენცეფალიტი) და ჩუტყვავილას გამომწვევი ვირუსი (varicella zoster).


იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები