კარბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კარბი''' - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მდებარეობს გორი...) |
15:11, 1 ივლისი 2020-ის ვერსია
კარბი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, გორიდან ჩრდილოეთით, 25 კმ-ის დაშორებით.
1068 წ. საქართველოს შემოესია თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი (1063-1072) რომელიც სოფელ კარბში დაბანაკდა (ჯავახიშვილი). XIV ს-ში კარბი ეკუთვნოდა ქვენიფნეველებს. XVI საუკუნის მეორე ნახევარში მითვისებული კარბი ბარძიმ ამილახვარმა დაუბრუნა ქართლის მეფე სიმონ I-ს.
სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესია და სამი კოშკია.
იხილე აგრეთვე
- გნოლიძეების ციხე
- დავითაშვილების ციხე
- ხუბაშვილების ციხე
- კარბის კოშკები
- კარბის ღვთისმშობლის ეკლესია
- კარბის წმინდა მარინეს ეკლესია
- კარბის წმინდა სამების ეკლესია
წყარო
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი