ოლიმპიური დევიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოლიმპიური დევიზი''' - „CITIUS, ALTIUS,FORTIUS“ („ციტიუს, ალტიუს, ფორტიუს” - ...) |
12:20, 25 ნოემბერი 2020-ის ვერსია
ოლიმპიური დევიზი - „CITIUS, ALTIUS,FORTIUS“ („ციტიუს, ალტიუს, ფორტიუს” - სწრაფად, მაღლა, ძლიერად) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გზავნილია ყველასათვის, ვინც თავს მიიჩნევს ოლიმპიური მოძრაობის თანაზიარად. ეს არის ერთგვარი მოწოდება სრულყოფილებისაკენ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დევიზი ოფიციალურად 1913 წელს დაამტკიცა, პირველად კი ის 1924 წელს პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაჟღერდა. 1924 წლიდანვე დევიზი ოლიმპიური ემბლემის ნაწილი ხდება, რომელიც ოლიმპიური სიმბოლოს – ხუთიგადაჭდობილი რგოლისა და ოლიმპიური დევიზისაგან შედგება.