პიონგჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები (2018)
(ახალი გვერდი: '''პიონგჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები''' − ზამთრის XXIII [[ო...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Olimpiuri tamashebi 2018.PNG|thumb|200პქ|<small>ზამთრის XXIII ოლიმპიურმა თამაშებმა კორეის ნახევარკუნძული ორი კვირით გააერთიანა. თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეთა აღლუმზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული დელეგაციით გამოვიდა, რასაც მთელი მსოფლიო მიესალმა</small>]] | ||
'''პიონგჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები''' − ზამთრის XXIII [[ოლიმპიური თამაშები]] ჩატარდა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-25 თებერვალს. | '''პიონგჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები''' − ზამთრის XXIII [[ოლიმპიური თამაშები]] ჩატარდა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-25 თებერვალს. | ||
− | + | [[ფაილი:Emblema 2018.PNG|მარცხნივ|წარწერის ტექსტი]] | |
− | პიონჩანგმა ზამთრის ოლიმპიური | + | პიონჩანგმა [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები]]ს სამასპინძლოდ საკუთარი კანდიდატურა ჯერ 2010, შემდეგ კი 2014 წელს წარადგინა, მაგრამ დასკვნით წრეში ვანკუვერთან და სოჭისთან დამარცხდა. კორეელთა მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა. |
პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა კორეის ნახევარკუნძულისთვის. თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეთა აღლუმზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული დელეგაციით გამოვიდა, ქალთა ჰოკეიში კი სულაც ერთი გუნდით იასპარეზეს. | პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა კორეის ნახევარკუნძულისთვის. თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეთა აღლუმზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული დელეგაციით გამოვიდა, ქალთა ჰოკეიში კი სულაც ერთი გუნდით იასპარეზეს. | ||
− | ზამთრის ოლიმპიადებზე პირველად გამოჩნდნენ 6 ქვეყნის – | + | ზამთრის ოლიმპიადებზე პირველად გამოჩნდნენ 6 ქვეყნის – [[ეკვადორი]]ს, ერითრიის, კოსოვოს, [[მალაიზია|მალაიზიის]], [[ნიგერია|ნიგერიის]] და [[სინგაპური]]ს წარმომადგენლები. მონაწილე ქვეყანათა რაოდენობამ ოთხმოცდაათს პირველად გადააჭარბა. |
− | + | [[ფაილი:Martin furkadi.PNG|thumb|200პქ|<small>ფრანგმა ბიათლონისტმა მარტინ ფურკადმა საკუთარ კოლექციას 3 ოქროს მედალიც შემატა</small>. ]] | |
− | თამაშებამდე და თამაშებისას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. | + | თამაშებამდე და თამაშებისას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. [[რუსეთი]]ს სპორტში [[დოპინგი]]ს მხარდაჭერის ინსტიტუციური სისტემის არსებობის გამო, რუსებს დროებით შეუჩერდათ [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს წევრობა. ამავე მიზეზით, ამ ქვეყნის სპორტსმენებს პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება არ მიეცათ, სარბიელზე კი [[ოლიმპიური დროშა|ოლიმპიური დროშით]] და „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან“ (OAR) სტატუსით წარსდგნენ, რუსეთის წარმომადგენლები უშუალოდ თამაშების დროსაც გაეხვნენ დოპინგ-სკანდალებში, რაც კერლინგში შერეულ წყვილთა ასპარეზობებში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის ჩამორთმევით დასრულდა. |
− | + | [[ფაილი:Olimpiuri simbolo 2018.PNG|მარცხნივ|წარწერის ტექსტი]] | |
− | XXIII ოლიმპიადა სპორტული მიღწევებითაც მნიშვნელოვანი გამოდგა, აღსანიშნავია, იაპონელი ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაის გამოსვლა. 2 ოლიმპიური ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელი იაპონელი ზამთრის თამაშების ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, რომელიც მასში მერვედ მონაწილეობდა. აღსანიშნავია, ციგურებით რბოლაში ნიდერლანდელი სვენ კრამერის მიღწევაც. 5000 მეტრზე მსოფლიოს რეკორდით მოგებული ოქროს მედლით კრამერი ერთადერთია, რომელიც სპორტის ამ სახეობის ამავე დისციპლინაში ვაჟთაგან სამგზის ჩემპიონი გახდა. | + | XXIII ოლიმპიადა სპორტული მიღწევებითაც მნიშვნელოვანი გამოდგა, აღსანიშნავია, იაპონელი ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაის გამოსვლა. 2 ოლიმპიური ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელი იაპონელი ზამთრის თამაშების ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, რომელიც მასში მერვედ მონაწილეობდა. აღსანიშნავია, ციგურებით რბოლაში ნიდერლანდელი სვენ კრამერის მიღწევაც. 5000 მეტრზე მსოფლიოს რეკორდით მოგებული ოქროს მედლით კრამერი ერთადერთია, რომელიც სპორტის ამ სახეობის ამავე დისციპლინაში ვაჟთაგან სამგზის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, პირველია ვაჟ სპორტსმენთა შორის, რომელსაც ციგურებით რბოლაში ჯამურად 9 ოლიმპიური მედალი დაუგროვდა (2018 წლის ჩათვლით). |
− | + | [[ფაილი:Saqartvelo zamtris 2018 olimpiadaze.PNG|thumb|200პქ|საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე]] | |
− | გარდა ამისა, პირველია ვაჟ სპორტსმენთა შორის, რომელსაც ციგურებით რბოლაში ჯამურად 9 ოლიმპიური მედალი დაუგროვდა (2018 წლის ჩათვლით). | + | |
− | + | ||
ნიდერლანდელმა ირენ ვიუსტმა ციგურებით რბოლაში პიონჩანგში მოპოვებული 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით ოლიმპიური მონაგარი თერთმეტამდე გაზარდა. ამგვარად, მედლების რაოდენობით, ქალებშიც და ვაჟებშიც, სპორტის ამ სახეობის ერთპიროვნულ რეკორდსმენად მოგვევლინა (2018 წლის ჩათვლით). | ნიდერლანდელმა ირენ ვიუსტმა ციგურებით რბოლაში პიონჩანგში მოპოვებული 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით ოლიმპიური მონაგარი თერთმეტამდე გაზარდა. ამგვარად, მედლების რაოდენობით, ქალებშიც და ვაჟებშიც, სპორტის ამ სახეობის ერთპიროვნულ რეკორდსმენად მოგვევლინა (2018 წლის ჩათვლით). | ||
01:51, 15 ივნისი 2021-ის ვერსია
პიონგჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები − ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-25 თებერვალს.
პიონჩანგმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ საკუთარი კანდიდატურა ჯერ 2010, შემდეგ კი 2014 წელს წარადგინა, მაგრამ დასკვნით წრეში ვანკუვერთან და სოჭისთან დამარცხდა. კორეელთა მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა.
პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა კორეის ნახევარკუნძულისთვის. თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეთა აღლუმზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული დელეგაციით გამოვიდა, ქალთა ჰოკეიში კი სულაც ერთი გუნდით იასპარეზეს.
ზამთრის ოლიმპიადებზე პირველად გამოჩნდნენ 6 ქვეყნის – ეკვადორის, ერითრიის, კოსოვოს, მალაიზიის, ნიგერიის და სინგაპურის წარმომადგენლები. მონაწილე ქვეყანათა რაოდენობამ ოთხმოცდაათს პირველად გადააჭარბა.
თამაშებამდე და თამაშებისას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. რუსეთის სპორტში დოპინგის მხარდაჭერის ინსტიტუციური სისტემის არსებობის გამო, რუსებს დროებით შეუჩერდათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა. ამავე მიზეზით, ამ ქვეყნის სპორტსმენებს პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება არ მიეცათ, სარბიელზე კი ოლიმპიური დროშით და „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან“ (OAR) სტატუსით წარსდგნენ, რუსეთის წარმომადგენლები უშუალოდ თამაშების დროსაც გაეხვნენ დოპინგ-სკანდალებში, რაც კერლინგში შერეულ წყვილთა ასპარეზობებში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის ჩამორთმევით დასრულდა.
XXIII ოლიმპიადა სპორტული მიღწევებითაც მნიშვნელოვანი გამოდგა, აღსანიშნავია, იაპონელი ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაის გამოსვლა. 2 ოლიმპიური ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელი იაპონელი ზამთრის თამაშების ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, რომელიც მასში მერვედ მონაწილეობდა. აღსანიშნავია, ციგურებით რბოლაში ნიდერლანდელი სვენ კრამერის მიღწევაც. 5000 მეტრზე მსოფლიოს რეკორდით მოგებული ოქროს მედლით კრამერი ერთადერთია, რომელიც სპორტის ამ სახეობის ამავე დისციპლინაში ვაჟთაგან სამგზის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, პირველია ვაჟ სპორტსმენთა შორის, რომელსაც ციგურებით რბოლაში ჯამურად 9 ოლიმპიური მედალი დაუგროვდა (2018 წლის ჩათვლით).
ნიდერლანდელმა ირენ ვიუსტმა ციგურებით რბოლაში პიონჩანგში მოპოვებული 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით ოლიმპიური მონაგარი თერთმეტამდე გაზარდა. ამგვარად, მედლების რაოდენობით, ქალებშიც და ვაჟებშიც, სპორტის ამ სახეობის ერთპიროვნულ რეკორდსმენად მოგვევლინა (2018 წლის ჩათვლით).
ისტორიაში მეორედ, ოქროს მედლები გაიყვეს ბობსლეისტებმა. გერმანელებმა და კანადელებმა ორადგილიანი ბობით ასპარეზობა ერთნაირი შედეგით დაასრულეს. პირველად მსგავსი რამ 1998 წლის ნაგანოს თამაშებზე მოხდა.
რამდენიმე რეკორდი დამყარდა ფიგურულ ციგურაობაშიც. მათ შორის აღსანიშნავია, სპორტულ ცეკვებში ვანკუვერის თამაშების ჩემპიონების – ტესა ვირტუსა და სკოტ მოირის კანადური წყვილი, რომელმაც გარდა იმისა, რომ 2010 წლის მიღწევა გაიმეორა, გუნდურშიც იზეიმა ჩემპიონობა. კანადელთა დუეტის მიერ ოლიმპიადებზე მოპოვებული 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით კანადელები ოლიმპიადების ისტორიაში სპორტის ამ სახეობის ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენები გახდნენ (2018 წლის გათვალისწინებით). ამასთან პიონჩანგში სპორტულ ცეკვებში მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში დაგროვილი 206,07 ქულით კანადელებმა მსოფლიოს რეკორდიც დაამაყარეს.
პიონჩანგის ოლიმპიადის ერთ-ერთ გმირად შეიძლება შეირაცხოს 22 წლის ჩეხი ესტერ ლედეცკა, რომელიც ერთდროულად სამთომოთხილამურეთა სუპერგიგანტურ სლალომში და სნოუბორდისტთა პარალელურ გიგანტურ სლალომში გამოვიდა და ორივეგან ჩემპიონი გახდა. ჩეხი პირველია, ვინც ერთი თამაშების ორ სახეობაში ოქროს მედლები დაიმსახურა. ასევე, აღსანიშნავია, ფრანგი ბიათლონისტის მარტინ ფურკადის წარმატებებიც. მან საკუთარ კოლექციას 3 ოქროს მედალი შემატა. 5 ოლიმპიური ოქროს და 2 ვერცხლის მედლით ფურკადი ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ფრანგი ოლიმპიელიც გახდა (2018 წლის ჩათვლით).
ასევე უნიკალურ შედეგს მიაღწია ნორვეგიელმა მოთხილამურე მარიტ ბიორგენმა. იგი პიონჩანგში მოპოვებული 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით გახდა ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ქალ და ვაჟ სპორტსმენთა შორის ყველაზე უხვნადავლიანი ათლეტი, ქალთა შორის კი – ყველაზე ტიტულიანი. 37 წლის ნორვეგიელის ოლიმპიური მონაგარი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალს ითვლის.