ავთვისებიანი გრანულომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ავთვისებიანი გრანულომები''' — ეს დაავადება გულისხმობს ორი ...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:37, 24 მარტი 2022 მდგომარეობით

ავთვისებიანი გრანულომები — ეს დაავადება გულისხმობს ორი ტიპის გრანულომატოზს. — ვეგენერის გრანულომატოზი და იზოლირებული გრანულომატოზი სახეზე.

[რედაქტირება] სახის ავთვისებიანი გრანულომა

Lethal midline გრანულომა შემთხვევა შორს წასული დაზიანებით.

ამ დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს მეორე დასახელება – „შუა ხაზის ლეტალური გრანულომა“, ასევე, ცნობილი როგორც Stewart-ის დაავადება.

პათოლოგიის განვითარება ნელია და კლინიკურად გამოიხატება ცხვირის ცალმხრივ ობსტრუქციაში, ჩირქოვან რინორეაში, რაც ძალიან წააგავს უცხო სხეულის კლინიკას. რინოსკოპიულად – ლორწოვანი, დაწყლულებული, შეშუპებული და სისხლმდენია. დროთა განმავლობაში, დაზიანება იზრდება და მოიცავს ხრტილოვან-ძვლოვან სტრუქტურებს. შემდგომში, უმეტესად, ერთ მხარეს გადადის. ჰისტოლოგიურად ეს დაავადება არ ვლინდება როგორც ავთვისებიანი და ამის მიუხედავად, მკურნალობა მაინც კანცერის პრინციპებით უნდა წარიმართოს. კერძოდ, მიზანშეწონილია სხივური თერაპია (აჩერებს პროცესის პროგრესირებას).

პროცესის პროგრესირების მიუხედავად, შორეული გავრცელება ამ დაავადებისათვის არ არის დამახასიათებელი და, ვეგენერის გრანულომატოზისაგან განსხვავებით, ლოკალურად პირველად ზონაში რჩება.

[რედაქტირება] ვეგენერის გრანულომატოზი

WEGENER–ის გრანულომატოზი

WEGENER-ის გრანულომატოზი უფრო ხშირი დაავადებაა და მისი გარჩევა STEWART-ის გრანულომატოზისაგან ძნელია.

მისთვის დამახასიათებელია:

— სახის მედიალური ან ორმხრივი დაზიანება;
— ენდოფიტური დაზიანების უნარი (მიმართული ხახისკენ და ხორხისკენ);
— ოტოლოგიური ნიშნები, რომლებიც ხშირად, მისი გამოვლენის პირველი ნიშნებია;
— ძალიან მძიმე საერთო მდგომარეობა;
— თირკმლის და ფილტვის დაზიანება;

ოტო-ლარინგოლოგთან პაციენტის ვიზიტი ძირითადად, სამ შემთხვევაში ხდება:


  1. როდესაც დაავადება ჯერ არ არის იდენტიფიცირებული და პაციენტი სინუსიტის ან მორეციდივე ოტიტების ჩივილით მოდის;
  2. როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია უშედეგოა და სახეზეა მყრალი სუნის ფუფხები;
  3. როდესაც დიაგნოზი დასმულია ინფექციონისტების და ნეფროლოგების მიერ. დამტკიცებული დიაგნოზი მოითხოვს ყელ-ყურის შემოწმებას და სიმპტომურ მკურნალობას;

დიაგნოზის დადასტურება ყოველთვის პათანატომიური დასკვნის შემდეგ ხდება.

მკურნალობა, ძითადად, სტეროიდული პრეპარატებით და იმუნოდეპრესორებით ხდება.

პროგნოზი, STEWART-ის გრანულომატოზისგან განსხვავებით, უფრო საიმედოა

NOTA BENE
  • ცხვირის დაზიანების ჰისტოლოგიურად კეთილთვისებიანი დასკვნა, არ იძლევა დამაიმედებელი პროგნოზის გარანტიას;
  • მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა (სხივური თერაპიის დაწყება) შესაძლოა მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე;

[რედაქტირება] წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები