პარკეტის იატაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: პარკეტის იატაკი '''პარკეტის იატაკი''' − [[იატა...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:36, 21 ივნისი 2022 მდგომარეობით

პარკეტის იატაკი

პარკეტის იატაკიიატაკის მოწყობის ერთ-ერთი ძვირი სახეობა, როდესაც საფარვლად გამოყენებულია პარკეტი. პარკეტი წებოს ან წვრილი ლურსმნის საშუალებით მაგრდება ხის შავ იატაკზე ან ბიტუმის გამოყენებით – უშუალოდ ბეტონის საფუძველზე. ზედაპირის გასაკეთილშობებლად მას ფარავენ ბუნებრივი ან სინთეზური ლაქსაღებავებით. პარკეტის იატაკი დაახლოებით XIII საუკუნეში გამოჩნდა ევროპაში. თანამედროვე პარკეტი საგრძნობლად განსხვავდება წინაპრისგან, მაგრამ არ შეცვლილა მისი სტატუსი – ის დღემდე იატაკის ყველაზე ძვირადღირებულ საფარად რჩება. ვინაიდან პარკეტს ინტერიერში დიდი ადგილი უკავია, თანაც „ცოცხალ ხეს” განსაკუთრებული თვისებები აქვს, მასზე მნიშვნელოვაწილადაა დამოკიდებული სტილი და განწყობა, ამიტომ პარკეტის შერჩევა რემონტის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სახლში ნამდვილად განსაკუთრებული ატმოსფერო დაისადგურებს.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები