გამოწვა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გამოწვა''' – სხვადასხვა მასალის გახურება და დაყოვნება მაღალ ტემპერატურაზე ([[გამოსაწვავი ღუმელი|გამოსაწვავ ღუმლებში]]) მისთვის საჭირო თვისებების მინიჭების მიზნით (მაგ., [[თიხა|თიხების]], ცეცხლგამძლე მასალების, [[კერამიკა|კერამიკის]], | + | '''გამოწვა''' – სხვადასხვა მასალის გახურება და დაყოვნება მაღალ ტემპერატურაზე ([[გამოსაწვავი ღუმელი|გამოსაწვავ ღუმლებში]]) მისთვის საჭირო თვისებების მინიჭების მიზნით (მაგ., [[თიხა|თიხების]], ცეცხლგამძლე მასალების, [[კერამიკა|კერამიკის]], [[ცემენტის კლინკერი]]ს და სხვ.). გამოწვით დაჟანგვას მიმართავენ [[რკინა|რკინის]] მადნიდან [[გოგირდი]]ს, [[აქროლადი ნივთიერებები]]სა და სხვა მინარევების მოსაშორებლად, ხოლო აღდგენითს – [[რკინის მადანი|რკინის მადნიდან]] სუსტი მაგნიტური მინერალების მაგნიტურში გადასაყვანად შემდგომი მაგნიტური გამამდიდრებელი სეპარაციის მიზნით. ფერად [[მეტალურგია]]ში გამოწვას იყენებენ ძვირფასი ფრაქციების გამოსაცალკავებლად. ზოგჯერ გამოწვას უთავსებენ შეცხობას შემდგომი დამუშავების გასაადვილებლად. სილიკატურ წარმოებაში გამოწვის მეშვეობით იღებენ [[თიხის აგური|თიხის აგურს]], შემკვრელ მასალებს, თიხის, [[კერამიკა|კერამიკის]], [[ფაიფური]]ს, [[ქაშანური|ქაშანურის]] ჭურჭელს, [[სანიტარულ-ტექნიკური ნაწარმი|სანიტარულ-ტექნიკურ ნაწარმს]], მანქანებისა და აპარატების დეტალებს. |
მიმდინარე ცვლილება 12:46, 31 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
გამოწვა – სხვადასხვა მასალის გახურება და დაყოვნება მაღალ ტემპერატურაზე (გამოსაწვავ ღუმლებში) მისთვის საჭირო თვისებების მინიჭების მიზნით (მაგ., თიხების, ცეცხლგამძლე მასალების, კერამიკის, ცემენტის კლინკერის და სხვ.). გამოწვით დაჟანგვას მიმართავენ რკინის მადნიდან გოგირდის, აქროლადი ნივთიერებებისა და სხვა მინარევების მოსაშორებლად, ხოლო აღდგენითს – რკინის მადნიდან სუსტი მაგნიტური მინერალების მაგნიტურში გადასაყვანად შემდგომი მაგნიტური გამამდიდრებელი სეპარაციის მიზნით. ფერად მეტალურგიაში გამოწვას იყენებენ ძვირფასი ფრაქციების გამოსაცალკავებლად. ზოგჯერ გამოწვას უთავსებენ შეცხობას შემდგომი დამუშავების გასაადვილებლად. სილიკატურ წარმოებაში გამოწვის მეშვეობით იღებენ თიხის აგურს, შემკვრელ მასალებს, თიხის, კერამიკის, ფაიფურის, ქაშანურის ჭურჭელს, სანიტარულ-ტექნიკურ ნაწარმს, მანქანებისა და აპარატების დეტალებს.