გურჯაანი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გურჯაანი''' – სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ([[გურჯაანის...) |
01:48, 11 თებერვალი 2023-ის ვერსია
გურჯაანი – სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია), ალაზნის ვაკეზე, გომბორის ქედის ჩრდულო-აღმოსავლეთ მთისწინეთში. ქ. გურჯაანიდან 2 კმ. 3738 მცხ. (2014).
სოფელში არის გვიანი შუა საუკუნეების იოანე მახარებლის, კვირაცხოვლისა და ღვთისმშობლის ეკლესიები, XVIII ს. მიწურულის ქვაშვეთისა და მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიები. აგრეთვე ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესია საქართველოში – გურჯაანის ყველაწმინდა.
სოფელში მოქმედებს ნ. ანდრონიკაშვილ-ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი.