კომპოზიტური ბამბუკის პარკეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:პარკეტი]]
 
[[კატეგორია:პარკეტი]]
 
[[კატეგორია:იატაკის საფარები]]
 
[[კატეგორია:იატაკის საფარები]]
 +
[[კატეგორია:პოლიმერული მასალები]]

12:51, 13 თებერვალი 2023-ის ვერსია

კომპოზიტური ბამბუკის პარკეტი

კომპოზიტური ბამბუკის პარკეტი – მზადდება ე.წ. OSB ტექნოლოგიით ბამბუკის ბოჭკოს გამოყენებით, რომლის საშუალებით მიიღება ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი და მტკიცე პროდუქტი. თავიდან ბამბუკის ლამელები ბოჭკოს დონემდე ნაწევრდება. მიღებული მასა მუშავდება ნაჯერი ორთქლით, შრება (ტენიანობის 6-8%-მდე) და იჟღინთება ბამბუკის ბუნებრივი ფისისმაგვარი ეკოლოგიურად სუფთა კომპოზიტური შენაერთით. კომპოზიტი ავსებს ბოჭკოების არხებსა და არხთაშორის სივრცეს. დაწნეხვის შემდეგ მიიღება მდგრადი და ტენმედეგი მასალა, რომლისგან მზადდება პარკეტი. ლაქით დაფარვა ხდება ქარხნული წესით ადგილზე, რისთვისაც გამოიყენება ურეთანშემცველი ლაქი. ეს პროცესი საგრძნობლად აიაფებს პარკეტის დაგების ხარჯებს, რადგან დაგებული პარკეტი არ საჭიროებს მოხვეწასა და ლაქის წასმას. კომპოზიტური პარკეტის დაგება მიმდინარეობს იმავე ტექნოლოგიითა და დამხმარე მასალებით, როგორიც ჩვეულებრივი პარკეტის (ცემენტიწებოპარკეტი; ცემენტი – ხის ძელებიპარკეტი დალურსმნით და ცემენტი – ჰიდროიზოლაცია – ფანერა – წებო – პარკეტი დალურსმნით).





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები