მაღალი წნევის პოლიეთილენი
(ახალი გვერდი: '''მაღალი წნევის პოლიეთილენი''' – (დაბალი სიმკვრივის) [[პოლიეთი...) |
მიმდინარე ცვლილება 18:11, 13 თებერვალი 2023 მდგომარეობით
მაღალი წნევის პოლიეთილენი – (დაბალი სიმკვრივის) პოლიეთილენის ერთ-ერთი სახეობაა. იგი ყველაზე მეტად გავრცელებული შესაფუთი მასალაა. დაბალი კრისტალურობის გამო არსებობს მოქნილი და რბილი პოლიმერი. მიიღება ეთილენის პოლიმერიზაციით ავტოკლავებში ან მილისებრ რეაქტორებში [სიმკვრივე – 900-939 კგ/მ3; დნობის ტემპერატურა – 103-110°С; დრეკადობის მოდული – 900-2150 მპა (სიმკვრივის მიხედვით)]. იწვის მოლურჯო ნათელი ალით დნობითა და ანთებული პოლიმერის ჩამოღვენთით. წვისას ხდება გამჭვირვალე. ეს თვისება შენარჩუნდება დიდხანს ალის ჩაქრობის შემდეგაც, იწვის კვამლის გარეშე. ცეცხლმოდებული გამდნარი წვეთები გარკვეული სიმაღლიდან (≈ 1,5 მ) იატაკზე დაცემისას გამოსცემენ თავისებურ ხმას; გაცივების შემდეგ ეს წვეთები ჩამოჰგავს მყარ პარაფინს, რბილია. თითებით გასრესისას იწვევს ცხიმის შეგრძნებას. ჩამქრალი პოლიეთილენის ბოლს პარაფინის სუნი აქვს.