ლამპრობა
(ახალი გვერდი: „ლამპრობა“ – კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაული...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | „ლამპრობა“ – [[კვირია]]ს ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ [[საქართველო]]ში. ხალხურმა ყოფამ უკანასკნელ ხანამდე იგი მხოლოდ [[სვანეთი|სვანეთში]] შემოინახა. ზემო სვანეთში მას „სვიმონობასაც“ ეძახდნენ. ძირითადად 1 თებერვალს იმართებოდა. | + | '''„ლამპრობა“''' – [[კვირია]]ს ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ [[საქართველო]]ში. ხალხურმა ყოფამ უკანასკნელ ხანამდე იგი მხოლოდ [[სვანეთი|სვანეთში]] შემოინახა. ზემო სვანეთში მას „სვიმონობასაც“ ეძახდნენ. ძირითადად 1 თებერვალს იმართებოდა. |
[[არყის ხე|არყის ხის]] ან [[მუხა|მუხის]] გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებდნენ. მათი რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. ირჩევდნენ „კეისარს“, მის „ცოლებს“ და „ვეზირებს“. მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი „მესვიმნიშის“ ოჯახში მიდიოდა, ანუ იმასთან, ვინც რიგით „სვიმონობას“ იხდიდა. იქ მღეროდნენ სადიდებელ [[ჰიმნი|ჰიმნებს]], [[კერა]]ს უვლიდნენ ანთებული [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებით]], რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, [[ფერხული]] „ლამბრული“. | [[არყის ხე|არყის ხის]] ან [[მუხა|მუხის]] გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებდნენ. მათი რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. ირჩევდნენ „კეისარს“, მის „ცოლებს“ და „ვეზირებს“. მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი „მესვიმნიშის“ ოჯახში მიდიოდა, ანუ იმასთან, ვინც რიგით „სვიმონობას“ იხდიდა. იქ მღეროდნენ სადიდებელ [[ჰიმნი|ჰიმნებს]], [[კერა]]ს უვლიდნენ ანთებული [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებით]], რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, [[ფერხული]] „ლამბრული“. | ||
მიმდინარე ცვლილება 18:22, 15 მარტი 2023 მდგომარეობით
„ლამპრობა“ – კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში. ხალხურმა ყოფამ უკანასკნელ ხანამდე იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ზემო სვანეთში მას „სვიმონობასაც“ ეძახდნენ. ძირითადად 1 თებერვალს იმართებოდა.
არყის ხის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებდნენ. მათი რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. ირჩევდნენ „კეისარს“, მის „ცოლებს“ და „ვეზირებს“. მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი „მესვიმნიშის“ ოჯახში მიდიოდა, ანუ იმასთან, ვინც რიგით „სვიმონობას“ იხდიდა. იქ მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული „ლამბრული“.
სახელწოდება „სვიმონობა“ ამ დღესასწაულმა სიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით მიიღო, როდესაც დღესასწაულის გაქრისტიანების მიზნით მოხდა ძველი და ახალი რიტუალების შერწყმა.