სახიობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სახიობა''' — ძველქართული [[თეატრი]]ს სახე. ტერმინი „სახიობა“ გამოიყენებოდა სხვადასხვაგვარ სანახაობათა აღმნიშვნელად. XII—XVIII საუკუნეში ეს სახელწოდება გამოხატავდა სამეფო კარის თეატრს, სადაც წარმოდგენილი იყო: დეკლამაცია, [[სიმღერა]], [[ცეკვა]], ჯამბაზების, [[ჟონგლიორი|ჟონგლიორების]] გამოსვლები, შეჯიბრებები სანახაობითს ჟანრებში. სახიობაში მონაწილეობდნენ სასცენო ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები: [[მემღერე]] - დრამატული მსახიობი, [[მახიობელი]] - მიმიკოსი მსახიობი, [[მგოსანი]]-მომღერალი, [[მუსიკოსი]] - კომპოზიტორი, [[მროკვალი|მროკველი]] - მოცეკვავე მამაკაცი ან ქალი, [[მუშაითი]] - [[აკრობატი]], [[ჟონგლიორი]]. ისინი გამოდიოდნენ როგორც საგანგებო სასახიობო შენობებში (სახლი სათამაშო), ისე საჯირითო მოედნებზე სხვადასხვა დღესასწაულების დროს.
+
'''სახიობა''' — მე-12-18 საუკუნეებში ქართული სასახლისკარის თეატრი. წარმოდგენებში მონაწილეობდნენ მსახიობები, პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, [[აკრობატი|აკრობატები]], [[ჟონგლიორი (თეატრი)|ჟონგლიორები]]. სცენის ოსტატებს სხვადასხვა სახელები ერქვათ: დრამატულ მსახიობს – [[მემღერე]]; [[მიმი (თეატრი)|მიმიკოსს]] [[მახიობელი]], მომღერალს, მუსიკოს-იმპროვიზატორს – [[მგოსანი (სახიობა)|მგოსანი]]; მუსიკოს-დამკვრელებს, [[გუნდი (მუსიკა)|გუნდი]]ს მომღერლებს და მოცეკვავეებს – [[მუტრიბი]]; აკრობატს, ჟონგლიორს – [[მუშაითი]]. ისინი წარმოდგენებს მართავდნენ როგორც დახურულ [[შენობა]]ში (სახლი სათამაშო), ისე ღია ცის ქვეშ (სადოღო მოედანი). სასახლისკარის სახიობის წარმოდგენის დაწყების წინ წესად იყო საამო სურნელებათა კმევა.
  
 +
დასაწყისში სახიობა ორგვარი იყო – რელიგიური და საერო. საეროს [[ჟანრი|ჟანრები]] იყო: საგმირო, ლაშქრული, საყოფაცხოვრებო და სატრფიალო. მონაწილეები თანაბარი ძალით ფლობდნენ სიტყვის, სიმღერის და ცეკვის ხელოვნებას. ადრეულ ხანაში გამოყენებული იყო [[ნიღაბი (თეატრალური)|ნიღბებიც]] ([[კახეთი|კახეთში]] [[ბერიკაობა|ბერიკაობის]] მონაწილენი ნიღაბს დღემდე უწოდებენ „[[სახიონი|სახიონს]]“). საერო სახიობაში მონაწილეთა რიცხვი ხშირად ძალიან დიდი იყო.
  
  

14:42, 4 მაისი 2023-ის ვერსია

სახიობა — მე-12-18 საუკუნეებში ქართული სასახლისკარის თეატრი. წარმოდგენებში მონაწილეობდნენ მსახიობები, პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, აკრობატები, ჟონგლიორები. სცენის ოსტატებს სხვადასხვა სახელები ერქვათ: დრამატულ მსახიობს – მემღერე; მიმიკოსსმახიობელი, მომღერალს, მუსიკოს-იმპროვიზატორს – მგოსანი; მუსიკოს-დამკვრელებს, გუნდის მომღერლებს და მოცეკვავეებს – მუტრიბი; აკრობატს, ჟონგლიორს – მუშაითი. ისინი წარმოდგენებს მართავდნენ როგორც დახურულ შენობაში (სახლი სათამაშო), ისე ღია ცის ქვეშ (სადოღო მოედანი). სასახლისკარის სახიობის წარმოდგენის დაწყების წინ წესად იყო საამო სურნელებათა კმევა.

დასაწყისში სახიობა ორგვარი იყო – რელიგიური და საერო. საეროს ჟანრები იყო: საგმირო, ლაშქრული, საყოფაცხოვრებო და სატრფიალო. მონაწილეები თანაბარი ძალით ფლობდნენ სიტყვის, სიმღერის და ცეკვის ხელოვნებას. ადრეულ ხანაში გამოყენებული იყო ნიღბებიც (კახეთში ბერიკაობის მონაწილენი ნიღაბს დღემდე უწოდებენ „სახიონს“). საერო სახიობაში მონაწილეთა რიცხვი ხშირად ძალიან დიდი იყო.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები