სევამონო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სევამონო''' – (''იაპ.'' სევაკიოოგენ), [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:51, 4 მაისი 2023 მდგომარეობით

სევამონო – (იაპ. სევაკიოოგენ), დრამის სახეობა იაპონური კაბუკის თეატრში; ყოფითი პიესა ქალაქელების ცხოვრებიდან. აღმოცენდა მე-17 საუკუნის დამლევს. ასრულებდნენ მთავარი პიესის შემდეგ, რის გამოც ეწოდა ნიბამმე (მეორე ნომერი). თანდათან შეიძინა დამოუკიდებელი მნიშვნელობა, რასაც ხელი შეუწყო დრამატურგ ნამიკი-გოჰეის მოღვაწეობამ.

მე-18 საუკუნის დასასრულს, სევამონო იქცა კაბუკის წარმოდგენების განუყოფელ ნაწილად. მე-18 ს. მოყოლებული, სევამონოდ იწოდებოდა, აგრეთვე, ჯოორურის თოჯინების თეატრის პიესები. არსებობს სევამონოს სახესხვაობანი: პიესები ქურდების, მაწანწალების, ყალთაბანდების ცხოვრებაზე და პიესები ყოფით თემაზე, სადაც მოქმედი პირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები