სირიმპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სირიმპი''' – ინდონეზიური თეატრალური წარმოდგენის ფორმა. მის...) |
მიმდინარე ცვლილება 16:33, 4 მაისი 2023 მდგომარეობით
სირიმპი – ინდონეზიური თეატრალური წარმოდგენის ფორმა. მისი სცენური გამომსახველობის ძირითადი საშუალებებია ცეკვა და პანტომიმა. სირიმპის ასრულებდნენ ფეოდალების სასახლეებში გოგონები დიდგვაროვანი ოჯახებიდან. სირიმპის პოზები და მოძრაობები გადმოღებული იყო ინდონეზიის ტრადიციულ ჩრდილების თეატრიდან, მუსიკალური თანხლება ნაციონალური ინდონეზიური მელოდიებიდან, ხოლო სიუჟეტები – ძველი ხალხური თქმულებებიდან. სირიმპის ასრულებდა სინქრონულად მოცეკვავე ოთხი გოგონა.