თორაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:DaviT toradze.jpg|thumb|250პქ|დავით თორაძე]]
+
[[ფაილი:DaviT toradze.jpg|thumb|150პქ|დავით თორაძე]]
 
'''თორაძე დავით (გუგული) ალექსანდრეს ძე''' - (14. IV. 1922, [[თბილისი]], – 6. XI. 1983, იქვე), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი. [[საქართველო|საქართველოს]] სახალხო არტისტი.  
 
'''თორაძე დავით (გუგული) ალექსანდრეს ძე''' - (14. IV. 1922, [[თბილისი]], – 6. XI. 1983, იქვე), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი. [[საქართველო|საქართველოს]] სახალხო არტისტი.  
  
ხაზი 9: ხაზი 9:
  
  
 
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003831/ დავით თორაძე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი  
+
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] 
 +
 
  
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003831/ დავით თორაძე]
 
  
 
[[კატეგორია:კომპოზიტორები]]
 
[[კატეგორია:კომპოზიტორები]]
 
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]]
 
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები‏‎]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები‏‎]]

11:31, 19 ივნისი 2023-ის ვერსია

დავით თორაძე

თორაძე დავით (გუგული) ალექსანდრეს ძე - (14. IV. 1922, თბილისი, – 6. XI. 1983, იქვე), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი.

1937-39 თორაძე სწავლობდა თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო (ს. ბარხუდარიანის კლასი) და საფორტეპიანო (ა. ვირსალაძის კლასი) განყოფილებებზე. 1939-41 მოსკოვის კონსერვატორიაში (რ. გლიერის საკომპოზიციო კლასი). 1953-იდან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი), 1962-68 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

თორაძე ძირითადად მუსიკალურ-თეატრალურ და სიმფონიურ ჟანრებში მოღვაწეობდა. მისი გამორჩეული ნაწარმოებებია: ოპერები – „მთების ძახილი“ (1947) და „ჩრდილოეთის პატარძალი“ (1958); ბალეტები – „გორდა“ (1949, სსრკ. სახ. პრემია 1951), რომელიც ყველაზე სარეპერტუარო ქართული ბალეტია და დღესაც იდგმება სცენაზე. „გორდა“ და „ჩრდილოეთის პატარძალი“ წარმოადგინეს ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში (1958), „გორდა“ აგრეთვე – უნგრეთში (1966) და პარიზში (1966), თეატრის გასტროლების დროს. მისი ბალეტებია აგრეთვე „მშვიდობისათვის“ (1953) და „მწირი“ (1977). (ამ ბალეტის მიხედვით შექმნილმა ტელეფილმმა მიიღო „გრანპრი“ საერთაშორისო კონკურსზე ნიუ-იორკში 1978), ოპერეტები – „ნათელა“ (1950) და „შურისმაძიებელი“ (1952); ორი სიმფონია (II „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ – 1968 თანამედროვე ქართული სიმფონიური მუსიკის თვალსაჩინო ნიმუში), საგუნდო სიმფონია „ქართული ხალხური ჩანამღერები“ (1974), საფორტეპიანო კონცერტი (1983), „აფრიკული ესკიზები“ – საესტრადო ორკესტრისათვის (1962), საესტრადო სიმღერები, კინომუსიკა ფილმებისათვის: „ჭირვეული მეზობლები“, „პალიასტომი“, „შეხვედრა წარსულთან“ „დღე უკანასკნელი დღე პირველი“ (დიდი პოპულარობა მოიპოვა ლირიკულ სიმღერამ „გზა მშვიდობისა“ ამ ფილმიდან), „კაცია ადამიანი?!“ და სხვ. (გ. ტორაძე)



იხილე აგრეთვე

დავით თორაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები