კელენჯერიძე მელიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კელენჯერიძე მელიტონ“ გადაიტანა გვერდზე „მელიტონ კელენჯერიძე“)

01:07, 28 აგვისტო 2023-ის ვერსია

მელიტონ კელენჯერიძე – (1864-1942) – ქართველი პედაგოგი, ხალხური შემოქმედების შემკრები და მკვლევარი. დიდ ყურადღებას აქცევდა ზღაპრების, შაირების, სიმღერების, ზმების, ანდაზა-გამოცანების შეგროვებასა და შესწავლას. კელენჯერიძის ვრცელმა გამოკვლევამ „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა“ (1896) თავის დროზე თვალსაჩინო გამოხმაურება ჰპოვა 1915 წ. კელენჯერიძემ „ტანკმელის” ფსევდონიმით ცალკე წიგნად გამოსცა ორი ზღაპარი აფორიზმები და გამოცანები. როგორც პედაგოგმა ხალხური სიბრძნის ნიმუშებს და მათ განხილვას ფართო ადგილი დაუთმო მის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებში: „სიტყვიერების თეორია“ და „ქართული ქრესტომათია ანუ კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა“ (1920).

თ. ზანდუკელი


ლიტერატურა

  • მ. კელენჯერიძე, სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა, 1896;
  • სახალხო განათლების მოღვაწეები და მასწაელებლები, III, 1968.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები