ჰეროდოტე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჰეროდოტე''' – (''ძვ. ბერძნ''. Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς, 484-425)- ძველი ბერძენ...) |
01:22, 16 სექტემბერი 2023-ის ვერსია
ჰეროდოტე – (ძვ. ბერძნ. Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς, 484-425)- ძველი ბერძენი ისტორიკოსი. ბევრს მოგზაურობდა. ნამყოფია კოლხიდაშიც. დაწერა „ისტორია“, სადაც დაცულია ცნობები საქართველოს შესახებ და აღწერილია ქართველთა ზოგიერთი ზნე-ჩვეულება. ჰეროდოტეს თხზულებაში ვხვდებით ზღაპრებს, თქმულებებს, ლეგენდებს, ანეკდოტებსა და სხვა ფოლკლორულ ჟანრებს. აღსანიშნავია „რამპსინიტის ზღაპარი“, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ეპოსში გავრცელებული ორი ქურდის ციკლის ყველაზე ადრინდელ ჩანაწერს.
ვ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
- ყაუხჩიშვილი, თ. ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, 1960;
- ღლონტი ა., ქართული ხალზური ნოველა, II, 1966.