მირიანი (თხზულება)
(ახალი გვერდი: '''„მირიანი“''' — (XVIII ს.), პროზაული ნაწარმოები, ზღაპრულ ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ქართული მწერლობა]] | [[კატეგორია:ქართული მწერლობა]] | ||
− | [[კატეგორია:თარგმანები]] | + | [[კატეგორია:ქართული თარგმანები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:03, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
„მირიანი“ — (XVIII ს.), პროზაული ნაწარმოები, ზღაპრულ ფონზე გაშლილი სამიჯნურო თავგადასავალი ჩინეთის მეფის ხოსროვშას ძის მირისა და მაღრიბის ხელმწიფის ილაილის ასულის ნომიავთაბისა.
მ. ბროსემ ეს ძეგლი ფრანგულად თარგმნა როგორც ქართული ზღაპარი (პარიზი, 1836). ნ. მარმა და ა. გრენმა „მირიანი“ ვახტანგ მეექვსეს მიაკუთვნეს. უკანასკნელ დრომდე არ იყო დადგენილი მისი წყარო. როგორც გამოირკვა, ქართული ვერსია წარმოადგენს სპარსული ხალხური დასთანის „მეჰრ ო მაჰის („მზე და მთვარე“)" თარგმანს. მეცვლილია მხოლოდ ასულის სახელი — მაჰის ნაცვლად ნომიავთაბია. ქართული მთარგმნელი მთავარ ყურადღებას აქცევს სიუჟეტურ ხაზს, ტოვებს მხატვრულ დეტალებს, ამოკლებს მიჯნურთა ვრცელ მიმოწერას. თარგმანის ხასიათმა განაპირობა სტილის სიმარტივე და ლაკონიურობა. არსებობს ტექსტის არაკრიტიკული გამოცემა იაფფასიანი სახალხო წიგნაკების სახით (1876, 1894, 1900).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. გვახარია, „მირიანი“ (ა. ბარამიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული), 1974.