არმაზის ბილინგვა
(ახალი გვერდი: '''არმაზის ბილინგვა''' – მცხეთის [[არქეოლოგიური გათხრე...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:ARMAZIS BILINGVA.JPG|thumb|არმაზის ბილინგვა]] | ||
'''არმაზის ბილინგვა''' – [[მცხეთა|მცხეთის]] [[არქეოლოგიური გათხრები]]ს დროს (1940) [[არმაზისხევი|არმაზისხევში]] აღმოჩენილი ორენოვანი წარწერა, [[ეპიტაფია]]. შესრულებული ქვის [[სტელა]]ზე ბერძნნულ და [[არამეული ენა|არამეულ ენებზე]]. | '''არმაზის ბილინგვა''' – [[მცხეთა|მცხეთის]] [[არქეოლოგიური გათხრები]]ს დროს (1940) [[არმაზისხევი|არმაზისხევში]] აღმოჩენილი ორენოვანი წარწერა, [[ეპიტაფია]]. შესრულებული ქვის [[სტელა]]ზე ბერძნნულ და [[არამეული ენა|არამეულ ენებზე]]. | ||
16:15, 20 ნოემბერი 2023-ის ვერსია
არმაზის ბილინგვა – მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს (1940) არმაზისხევში აღმოჩენილი ორენოვანი წარწერა, ეპიტაფია. შესრულებული ქვის სტელაზე ბერძნნულ და არამეულ ენებზე.
არმაზის ბილინგვა განეკუთვნება II ს-ს. ბერძნული ტექსტი, რომელიც შეიცავს 9 სტრიქონს, წაიკითხა და გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა (1941). II-სტრიქონიანი არამეული ტექსტი წაიკითხა და სათანადო გამოკელევით პირველად გ. წერეთელმა გამოაქვეყნა („არმაზის ბილინგვა“ – რუს. 1941, ქართ. და ინგლ. – 1942). ორიეე წარწერა ძირითადად იდენტური შინაარსისაა, ოღონდ არამეული უფრო ვრცელია და შეიცავს დამატებით ცნობებს გარდაცელილისა და მისი მეუღლის შესახებ. ბერძნულ ტექსტში აღნიშნულია, რომ სერაფიტი (ეპიტაფიის ობიექტი) იყო ასული ჰიტიახშ ზევახისა და მეუღლე პიტიახშ პუბლიკიოს აგრიპას ძის იოდმანგანისა – იბერიის დიდი მეფის ქსეფარნუგის ეზოსმოძღვრისა და რომ იგი (სერაფიტი), შეუდარებელი სილამაზის მქონე, გარდაიცეალა 21 წლისა. არამეულ ტექსტში დამატებით დასახელებულია პიტიახშ ზევახის პატრონი ფარსმან მეფე (2-ჯერ), რომლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოხსენიებული იყოს ფარნავაზ მეფის სახელიც (გ. გიორგაძე). არამეულ ნაწილში დამატებულია სერაფიტის ეპითეტებიც („კეთილი“, „მშვენიერი“). ყურადღებას იქცევს ეპიტაფიის ბერძნულ და არამეულ ტექსტებს შორის არსებული სხვა ხასიათის სხვაობაც. ბერძნნულ ტექსტში თხრობა მესამე პირშია, არამეულში კი – პირველ პირში, მაგრამ ამ ტექსსტის მეორე ნახევარი, რომელიც პირველისაგან გამოყოფილია სიტყვით „ასე, ამგვარად“, გრძელდება მესამე პირში. არმაზის ბილინგვა როგორც მასთან ერთად ნაპოვნი არამეული ერთენოვანი წარწერა, განსაკუთრებელი მნიშენელობისა არა მარტო ქართული, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და მისი კულტურის ისტორიის შესწავლისთვისაც. წარწერებში ასახულია იმდროინდელი (I–II სს.) იბერიის სახელმწიფო სისტემა, მოხსენიებული არიან მაღალი რანგის ისტორიული პირები (მეფეები, პიტიახშები. ეზოსმოძღვრები), რომელთაგან ზოგი ადრე უცმობი იყო.
არმაზის ბილინგვამ სპეციალისტთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ რიგში დასადგენი იყო ტექსტის ენა. აკად. გ. წერეთელმა, რომელმაც ამ ტექსტს სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა, უფრო არამეულად ივარაუდა იგი და დაადგინა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც დღეს არმაზული დამწვრლობის (გ. წერეთელი) სახელითაა ცნობილი. არმაზის ბილინგვის ხსენებული გამოცემის შემდეგ მისდამი მიძღვნილი მრავალი გამოკვლევა დაიწერა, შეტანილია კორექტივები არამეული ტექსტის წაკითხვასა და გაგებაში. ეფიქრობთ, დღეს ამ ტექსტის ენის არამეულობაც არ უნდა იწვევდეს ეჭვს: ენა არამეულია, რომელიც აგრძელებს „სახელმწიფო არამეულის“ ტრადიციას. ირანული წარმოშობისაა, ძირითადად, საკუთარი სახელები.
არმაზის ბილინგვამ დაადასტურა. რომ იბერიაში ახ. წ. პირეელ საუკუნეებში ოფიციალურ წრეებში ბერძნულთან ერთად არამეულსაც იყენებდნენ (როგორც ეს დამახასიათებელია ამ ხაჩაში სხვა სახელმწიფოებისათვისაც. მაგ. პართიისათვის). ამასთანავე, ბერინ. ტექსტის პირველ ადგილ“სე დასმა უჩნდა მიუთითებდეს ელინისტურ-რომაულ ხანაში ბერძნ. ენის განსაკუთრებულ პრესტიუსე საერთაშორისო მასშტაბით, მაშინ როცა არამეული ამ დროს უფრო „შინაურული“ ხმარებისათვის იყო განკუთვნილი. ამით უნდა აიხსნას აგრეთვე ბერძნული ეპიტაფიის ძირითადი სიუჟეტის სიმოკლე (გარდაცელილის ვინაობა), ხოლო არამეულ ნაწილში, რომელიც პირეელი პირით იწყება, მოცემულია ისეთი ცნობებიც, რომლებიც უშუალოდ გარდაცვლილს არ ეხება და უფრო ადგილობრივი მოსახლეობისათვის იყო განკუთენილი.
არმაზის ბილინგვამ დასაწყისი მისცა საქართველოში აღმოჩენილი სხვა არამეული წარწერების გაშიფერ დადგენასაც.
კ· წერეთელი
ლიტერატურა
- ყაუხჩიშეილი ს. არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები. – „სმამ“, 1941, ტ. 2. № 1-2;
- წერეთელი გ. არმაზის ბილინგვა. – „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13;
- აბაევი ვ. არმასის ბილინგვის გარშემო.– „სმამ“, 1944, ტ. 5, № 8;
- გიორგაძე გ. არმაზის ბილინგვა: „ფარნავაზი“ თუ „ფარნავასიანი“? – „მნათობი“, 1986.