უსასრულობა (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''უსასრულობა''' – ცნება, რომელიც მათემატიკის სხვადასხვა დარგში წარმოიშვა სასრულის ცნების დაპირისპირების ფორმით.
+
'''უსასრულობა''' – ცნება, რომელიც [[მათემატიკა|მათემატიკის]] სხვადასხვა დარგში წარმოიშვა [[სასრული მათემატიკა|სასრული]]ს ცნების დაპირისპირების ფორმით.
  
სიტყვა „უსასრულო“ მათემატიკური აზრით გამოიყენება მხატვარ დიურერის ინიციატივით (1525 წ -დან). სიტყვა „სასრული“ პირველად გაცილებით გვიან გამოჩნდა, მათემატიკის პროფესორ რეიერის ნაშრომში (1699). სასრულის და უსასრულოს ცნების განსაზღვრის აუცილებლობას პირველად ყურადღება მიაქცია დედეკინდმა. წიგნში „რა არის რიცხვები და რანი უნდა იყვნენ ისინი?“ („Was sind und was sollen die Zahlen?“, 1881) დედეკინდმა ჩამოაყალიბა განსაზღვრება, რომელიც თანამედროვეს ეკვივალენტურია. ნიშანი ∞ რიცხვის შემოუსაზღვრელი ზრდის აღსანიშნავად შემოიღო ვალისმა (1655). ფიქრობენ, რომ ვალისმა გამოიყენა ადრეული რომაული ციფრი ⊂|⊃, რომელიც აღნიშნავს 1000 -ს, როგორც სიმბოლო „ძალიან დიდის“ ცნებისა. ამ ნიშანმა საერთო აღიარება ჰპოვა უკვე XVIII ს-ში, თუმცა დროდადრო იხმარებოდა სხვა აღნიშვნებიც (მაგალითად, ∼ ან (0-0).
+
სიტყვა „უსასრულო“ მათემატიკური აზრით გამოიყენება მხატვარ დიურერის ინიციატივით (1525 წ -დან). სიტყვა „სასრული“ პირველად გაცილებით გვიან გამოჩნდა, მათემატიკის პროფესორ რეიერის ნაშრომში (1699). [[სასრული და უსასრულო|სასრულის და უსასრულოს]] ცნების [[განსაზღვრება (მათემატიკა)|განსაზღვრის]] აუცილებლობას პირველად ყურადღება მიაქცია დედეკინდმა. [[წიგნი|წიგნში]] „რა არის [[რიცხვი (მათემატიკა)|რიცხვები]] და რანი უნდა იყვნენ ისინი?“ („Was sind und was sollen die Zahlen?“, 1881) დედეკინდმა ჩამოაყალიბა განსაზღვრება, რომელიც თანამედროვეს [[ეკვივალენტურობა|ეკვივალენტურია]]. ნიშანი ∞ რიცხვის შემოუსაზღვრელი ზრდის აღსანიშნავად შემოიღო [[ვალისი ჯონი|ვალისმა]] (1655). ფიქრობენ, რომ ვალისმა გამოიყენა ადრეული [[რომაული ციფრები|რომაული ციფრი]] ⊂|⊃, რომელიც აღნიშნავს 1000 -ს, როგორც [[სიმბოლო]] „ძალიან დიდის“ ცნებისა. ამ ნიშანმა საერთო აღიარება ჰპოვა უკვე XVIII ს-ში, თუმცა დროდადრო იხმარებოდა სხვა აღნიშვნებიც (მაგალითად, ∼ ან (0-0).
  
  

მიმდინარე ცვლილება 01:06, 22 თებერვალი 2024 მდგომარეობით

უსასრულობა – ცნება, რომელიც მათემატიკის სხვადასხვა დარგში წარმოიშვა სასრულის ცნების დაპირისპირების ფორმით.

სიტყვა „უსასრულო“ მათემატიკური აზრით გამოიყენება მხატვარ დიურერის ინიციატივით (1525 წ -დან). სიტყვა „სასრული“ პირველად გაცილებით გვიან გამოჩნდა, მათემატიკის პროფესორ რეიერის ნაშრომში (1699). სასრულის და უსასრულოს ცნების განსაზღვრის აუცილებლობას პირველად ყურადღება მიაქცია დედეკინდმა. წიგნში „რა არის რიცხვები და რანი უნდა იყვნენ ისინი?“ („Was sind und was sollen die Zahlen?“, 1881) დედეკინდმა ჩამოაყალიბა განსაზღვრება, რომელიც თანამედროვეს ეკვივალენტურია. ნიშანი ∞ რიცხვის შემოუსაზღვრელი ზრდის აღსანიშნავად შემოიღო ვალისმა (1655). ფიქრობენ, რომ ვალისმა გამოიყენა ადრეული რომაული ციფრი ⊂|⊃, რომელიც აღნიშნავს 1000 -ს, როგორც სიმბოლო „ძალიან დიდის“ ცნებისა. ამ ნიშანმა საერთო აღიარება ჰპოვა უკვე XVIII ს-ში, თუმცა დროდადრო იხმარებოდა სხვა აღნიშვნებიც (მაგალითად, ∼ ან (0-0).


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები