კანტორის აქსიომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კანტორის აქსიომა''' – [[ნამდვილი რიცხვები|ნამდვილ რიცხვებსა]...) |
მიმდინარე ცვლილება 03:49, 24 თებერვალი 2024 მდგომარეობით
კანტორის აქსიომა – ნამდვილ რიცხვებსა და წრფის წერტილებს შორის არსებობს ცალსახა შესაბამისობა.
ეს არის წრფის უწყვეტობის დამახასიათებელი აქსიომა, რომლის თანახმადაც ერთმანეთში ჩალაგებული იმ სეგმენტების ნებისმიერ მიმდევრობას, რომელთა სიგრძეები ნულისაკენ მიისწრაფვის, აქვთ ერთი საერთო წერტილი.
ეს აქსიომა პირველად ზუსტად ჩამოაყალიბა გ. კანტორმა (1872). ამ პრინციპს სხვანაირად უწოდებენ სიმკვრივის აქსიომას ან ჩალაგებული მონაკვეთების აქსიომას.