მეიოზისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მეიოზისი''' – (< ბერძნ. meiosis– დამცირება, დაკნინება, დაპატარავებ...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:13, 26 თებერვალი 2024 მდგომარეობით

მეიოზისი – (< ბერძნ. meiosis– დამცირება, დაკნინება, დაპატარავება), ტროპის სახე, რომელიც საგნის, მოვლენის თვისებას საგანგებოდ ამცირებს ან ამდაბლებს მათ შეფასებას. ამით მეიოზისი უპირისპირდება ჰიპერბოლას. მაგ. გარკვეულ სიტუაციაში „კარგი“ შეიძლება შეიცვალოს გამოთქმით: „არა უშავს“; უარყოფითი თვისებების დამცრობისას მეიოზისი ევფემისტურ მნიშვნელობასაც იძენს: „არც ისე სასიამოვნო სანახავია“ – „უსიამოვნოს“ აღსანიშნავად. ზოგჯერ მეიოზისმა შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო ეფექტიც – რაიმე თვისების გაზვიადება, გაძლიერება, მაგ. როდესაც ლაპარაკია თავისთავად მცირეზე: „ლოტოს კოჭი" – პატარა კაცი, „რწყილის ნაწლავი“ – ძალიან წმინდა ძაფი და მისთ. ხდება სიმცირის თვისების ჰიპერბოლიზაცია, მეიოზისი თავისი ხასიათით ირონიულ ელფერს ატარებს.


ც. ბარბაქაძე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები