ურბნისის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(საამშენებლო წარწერა თეოდორე ეპისკოპოსისა, ლუკას ძისა:)
(სიონის განმაახლებელთა მოსახსენებლები)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
===== სიონის განმაახლებელთა მოსახსენებლები =====
 
===== სიონის განმაახლებელთა მოსახსენებლები =====
თეოდორე ეპისკოპოსთან ერთად, ტაძრის აღდგენა-განახლებაში მონაწილეობა მიუღიათ სხვა პირებსაც, რომელთა მოსახსენებელი წარწერები ასევე შემოუნახავს სიონის კედლებს. ორი წარწერა ეკუთვნის მამა-შვილს – კოსტანტის და მის ძეს მიქაელს. ჰირველში დასახელებულია მხოლოდ მიქაელი, ტაძრის მთავარგანმაახლებელ თეოდორე ეპისკოპოსთან ერთად, ხოლო მეორეში – მამა-შვილი ერთად; ერთი ეკუთვნის ქავთარს და შუშანს, როგორც ჩანს,  
+
თეოდორე ეპისკოპოსთან ერთად, ტაძრის აღდგენა-განახლებაში მონაწილეობა მიუღიათ სხვა პირებსაც, რომელთა მოსახსენებელი წარწერები ასევე შემოუნახავს სიონის კედლებს. ორი წარწერა ეკუთვნის მამა-შვილს – კოსტანტის და მის ძეს მიქაელს. ჰირველში დასახელებულია მხოლოდ მიქაელი, ტაძრის მთავარგანმაახლებელ თეოდორე ეპისკოპოსთან ერთად, ხოლო მეორეში – მამა-შვილი ერთად; ერთი ეკუთვნის ქავთარს და შუშანს, როგორც ჩანს, ცოლ-ქმარს, და ერთიც – აბიათარ [[დეკანოზი|დეკანოზს]]. ერთ-ერთი მოსახსენებლის მიხედვით, აბიათარ დეკანოზი ამ წარწერების შემსრულებელიც ყოფილა (არ არის გამორიცხული, ტექსტების შემდგენიც).
ცოლ-ქმარს, და ერთიც – აბიათარ [[დეკანოზი|დეკანოზს]]. ერთ-ერთი მოსახსენებლის მიხედვით, აბიათარ დეკანოზი ამ წარწერების შემსრულებელიც ყოფილა (არ არის გამორიცხული, ტექსტების შემდგენიც).
+
  
 
ა). მოსახსენებელი თეოდორე ეპისკოპოსისა და მიქაელ კოსტანტის ძისა:  
 
ა). მოსახსენებელი თეოდორე ეპისკოპოსისა და მიქაელ კოსტანტის ძისა:  
  
 
„დიდებაჲ შენდა ქრისტე, რამეთუ მომმადლე თეოდორე ებისკოპოსსა ამის სიონისა აღშენებათ, თანაშეწევნითა მიქაელ ძისა კოსტანტისითა, ქრისტემან შეიწყალენ. ესე მე აბიათარ დავწერე“.
 
„დიდებაჲ შენდა ქრისტე, რამეთუ მომმადლე თეოდორე ებისკოპოსსა ამის სიონისა აღშენებათ, თანაშეწევნითა მიქაელ ძისა კოსტანტისითა, ქრისტემან შეიწყალენ. ესე მე აბიათარ დავწერე“.
 +
 +
ბ). მოსახსენებელი კოსტანტისა და მისი ძის მიქაელისა:
 +
 +
„უფალო იესუ ქრისტე, კოსტანტი მამაჲ (და) მიქაელ შეიწყალენ, ამის სიონისა მაშენებელნი“.
 +
 +
ამ წარწერას ნ. შოშიაშვილი V ს. I ნახ-ით ათარიღებდა და მიიჩნევდა, რომ იგი „ყველაზე ძველია დღემდე ცნობილ [[ქართული დამწერლობა|ქართული დამწერლობის]] ძეგლებს შორის“. ამის საფუძველს მას თითქოს წარწერის პალეოგრაფიული ნიფშნები აძლევდა. მაგრამ, სწორედ პალეოგრაფიული და ორთოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ის აბსოლუტურად მსგავგსია ურბნისის სიონის სხვა, X ს-ის წარწერებისა, რომელთაც ნ. შოშიაშვილიც X ს. ათარიღებს. ის, რომ ამ წარწერის [[გრაფემა|გრაფემები]] ბ, ჳ, ს, ყ, შ, წ რკალშეკრულია, ჯერ კიდევ არ არის საფუძველი მისი მაინცდამაინც V ს-ით დათარიდებისათვის, რადგანაც ასევე რკალშეკრულია ეს გრაფემები ურბნისის სხვა, X საუკუნით დათარიღებულ წარწერებშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ურბნისის ყველა წარწერაში ს-ს რკალის შეკვრა, რომელიც სხვაგან არსად გვხედება და დამახასიათებელია მათი შემსრულებლის ინდივიდუალური ხელწერისათვის. გარდა ამისა, ამ წარწერების X ს-თვის მიკუთენებას უეჭველჰყოფს მათში ერთისა და იმავე პირების – კოსტანტისა და მისი ძის მიქაელის, ტაძრის განახლებაში თეოდორე ეპისკოპოსის დამხმარეთა, მოხსენიება.
 +
 +
წარწერის ტექსტში, პირეელად ამ გამოცემაში, ვამატებთ „და“ [[კავშირი (გრამატიკა)|კავშირს]] „კოსტანტი მამაისა“ და“ „მიქაელს“ შორის, რადგან ამ შესწორებით ტექსტი გამართულია. როგორც ჩანს, იგი წარწერის შემსრულებელს გამორჩა, ისევე როგორც მას გამოტოვებული აქვს [[სიტყვა]] „წინაშე“ საამშენებლო წარწერის ბოლოს, რომლის გარეშეც ტექსტი გაუმართავია.

22:02, 26 თებერვალი 2024-ის ვერსია

ურბნისის წარწერები – ქართული ასომთავრული და მხედრული წარწერები, შესრულებული ამოკვეთით ან რელიეფური ასოებით ქვის ფილებზე, რომლებიც ჩასმულია ურბნისის (ქარელის რ-ნი) სიონის (V-VI სს., გ. ჩუბინაშვილი) აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. მათგან ასომთავრული – რელიეფური და ამოკვეთილი წარწერები თარიღდება X ს-ით, ხოლო მხედრული წარწერა მარიამ დედოფლისა 1668-ით. ურბნისის სხვა მხედრული წარწერებია: სამრეკლოზე – 1705, კანკელზე – 1706 (ორივე ეკუთვნის ვახტანგ VI-ს), გალავანზე – 1739 (ამჟამად დაკარგულია. ეკუთვნოდა ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიმძეს. იმავე ფილაზე ამოკვეთილი იყო ორსტროფიანი თექვსმეტმარცვლოვანი ლექსი) და სხვ.

უძველესია ურბნისის ის წარწერები, რომლებმაც X ს-ში სიონის დაძველებული კათედრალური ტაძრის აღმდგენელ-განმაახლებელთა სახელები შემოგვინახა. ტაძარი შემდეგშიც არაერთხელ განუახლებიათ და ამის გამო X ს წარწერებიანი ფილებისათვის ადგილი შეუცვლიათ – ერთი საერთოდ თავდაღმაა კედელში ჩასმული, ხოლო მეორე – ჩრდილოეთის კედელში ცოკოლის ქეების წყობაშია მოქცეული და ტაძრის გარშემო ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შემდეგ გამოჩნდა. შინაარსის მიხედვით ეს წარწერები შემდეგი თანამიმდვერობით ლაგდება.

საამშენებლო წარწერა თეოდორე ეპისკოპოსისა, ლუკას ძისა:

„უფალო ღმერთო, შემიწყალე თეოდორე ებისკოსოსი, ძეჲ ლუკაჲსი. მაშჱნებელი ამის სიონისაჲ. ოდეს ღმერთმან ღირს-მყო ამის სიონისა ებისკოპოსად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროჲს ზომისა – ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი ქარტოცისანი დამპალ იყუნეს. და მომმადლა ღმერთმან ამის ყოვლისაჲ აღშჱნებაჲ, ყოვლისა გაკეთებაჲ ძალითა სიონისა. მეოხებისათჳს (წინაშე) ღმრთისა, ყოველი გათავებითა მიქნია“.

წარწერის პირველ სტრიქონში დაქარაგმებით გადმოცემული „შ~ე“, რპმელიც, როგორც წესი, უნდა გაიხსნას II პირში – „შეიწყალე“, აქ იხსნება I პირში – „შემიწყალე“, რადგან თხრობა ტექსტისა I პირშია. წარწერაში დასტურდება არქიტექტურული ტერმინები: კუთხე, კონქი, სუეტი, ქარტოცი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს უკანასკნელი, რომელიც „სხვენს“ აღნიშნავს დაწერილობითი ძეგლებიდან პირველად აქ გვხელდება.

სიონის განმაახლებელთა მოსახსენებლები

თეოდორე ეპისკოპოსთან ერთად, ტაძრის აღდგენა-განახლებაში მონაწილეობა მიუღიათ სხვა პირებსაც, რომელთა მოსახსენებელი წარწერები ასევე შემოუნახავს სიონის კედლებს. ორი წარწერა ეკუთვნის მამა-შვილს – კოსტანტის და მის ძეს მიქაელს. ჰირველში დასახელებულია მხოლოდ მიქაელი, ტაძრის მთავარგანმაახლებელ თეოდორე ეპისკოპოსთან ერთად, ხოლო მეორეში – მამა-შვილი ერთად; ერთი ეკუთვნის ქავთარს და შუშანს, როგორც ჩანს, ცოლ-ქმარს, და ერთიც – აბიათარ დეკანოზს. ერთ-ერთი მოსახსენებლის მიხედვით, აბიათარ დეკანოზი ამ წარწერების შემსრულებელიც ყოფილა (არ არის გამორიცხული, ტექსტების შემდგენიც).

ა). მოსახსენებელი თეოდორე ეპისკოპოსისა და მიქაელ კოსტანტის ძისა:

„დიდებაჲ შენდა ქრისტე, რამეთუ მომმადლე თეოდორე ებისკოპოსსა ამის სიონისა აღშენებათ, თანაშეწევნითა მიქაელ ძისა კოსტანტისითა, ქრისტემან შეიწყალენ. ესე მე აბიათარ დავწერე“.

ბ). მოსახსენებელი კოსტანტისა და მისი ძის მიქაელისა:

„უფალო იესუ ქრისტე, კოსტანტი მამაჲ (და) მიქაელ შეიწყალენ, ამის სიონისა მაშენებელნი“.

ამ წარწერას ნ. შოშიაშვილი V ს. I ნახ-ით ათარიღებდა და მიიჩნევდა, რომ იგი „ყველაზე ძველია დღემდე ცნობილ ქართული დამწერლობის ძეგლებს შორის“. ამის საფუძველს მას თითქოს წარწერის პალეოგრაფიული ნიფშნები აძლევდა. მაგრამ, სწორედ პალეოგრაფიული და ორთოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ის აბსოლუტურად მსგავგსია ურბნისის სიონის სხვა, X ს-ის წარწერებისა, რომელთაც ნ. შოშიაშვილიც X ს. ათარიღებს. ის, რომ ამ წარწერის გრაფემები ბ, ჳ, ს, ყ, შ, წ რკალშეკრულია, ჯერ კიდევ არ არის საფუძველი მისი მაინცდამაინც V ს-ით დათარიდებისათვის, რადგანაც ასევე რკალშეკრულია ეს გრაფემები ურბნისის სხვა, X საუკუნით დათარიღებულ წარწერებშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ურბნისის ყველა წარწერაში ს-ს რკალის შეკვრა, რომელიც სხვაგან არსად გვხედება და დამახასიათებელია მათი შემსრულებლის ინდივიდუალური ხელწერისათვის. გარდა ამისა, ამ წარწერების X ს-თვის მიკუთენებას უეჭველჰყოფს მათში ერთისა და იმავე პირების – კოსტანტისა და მისი ძის მიქაელის, ტაძრის განახლებაში თეოდორე ეპისკოპოსის დამხმარეთა, მოხსენიება.

წარწერის ტექსტში, პირეელად ამ გამოცემაში, ვამატებთ „და“ კავშირს „კოსტანტი მამაისა“ და“ „მიქაელს“ შორის, რადგან ამ შესწორებით ტექსტი გამართულია. როგორც ჩანს, იგი წარწერის შემსრულებელს გამორჩა, ისევე როგორც მას გამოტოვებული აქვს სიტყვა „წინაშე“ საამშენებლო წარწერის ბოლოს, რომლის გარეშეც ტექსტი გაუმართავია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები