კიკიბო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კიკიბო''' – სოფელი [[ადიგენის მუნიციპალიტეტი|ადიგენის მუნიც...) |
მიმდინარე ცვლილება 04:41, 8 მაისი 2024 მდგომარეობით
კიკიბო – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მოხეს თემში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1410-1520 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 22 კმ მანძილზე. უკიდურესი დასახლებული პუნქტი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 86, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიისა და ციხის ნანგრევები.