სამცხე-ჯავახეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(სამცხე-ჯავახეთის კლიმატი)
(სამცხე-ჯავახეთის კლიმატი)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
მხარის ძირითად ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექები შედარებით მცირე რაოდენობით მოდის და არათანაბრადაა განაწილებული, როგორც დროის, ისე სივრცის მიხედვით. ნალექები აბსოლუტური სიმაღლის მიხედვითაც არა თანაბრად არის განაწილებული: დაბალ ნაწილში მოდის ძირითადად წვიმის სახით, ხოლო მაღალმთიან ნაწილში მატულობს თოვლის სახით მოსული ატმოსფერული ნალექი. მაღალმთიან ტერიტორიაზე ნალექები მყარი სახით მთელი წლის განმავლობაშია მოსალოდნელი, ხოლო დაბალ ნაწილებში მხოლოდ სექტემბერ-მაისში. ოროგრაფიული ბარიერების გამო რეგიონი შედარებით მცირე ნალექს იღებს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა აქ მერყეობს 400-1400 მმ-ის ფარგლებში. იგი მინიმალურია ჯავახეთის ზეგანსა და ახალციხის ქვაბულში, ხოლო მაქსიმალური – აჭარა-იმერეთისა და არსიანის ქედების მაღალმთიან
 
მხარის ძირითად ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექები შედარებით მცირე რაოდენობით მოდის და არათანაბრადაა განაწილებული, როგორც დროის, ისე სივრცის მიხედვით. ნალექები აბსოლუტური სიმაღლის მიხედვითაც არა თანაბრად არის განაწილებული: დაბალ ნაწილში მოდის ძირითადად წვიმის სახით, ხოლო მაღალმთიან ნაწილში მატულობს თოვლის სახით მოსული ატმოსფერული ნალექი. მაღალმთიან ტერიტორიაზე ნალექები მყარი სახით მთელი წლის განმავლობაშია მოსალოდნელი, ხოლო დაბალ ნაწილებში მხოლოდ სექტემბერ-მაისში. ოროგრაფიული ბარიერების გამო რეგიონი შედარებით მცირე ნალექს იღებს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა აქ მერყეობს 400-1400 მმ-ის ფარგლებში. იგი მინიმალურია ჯავახეთის ზეგანსა და ახალციხის ქვაბულში, ხოლო მაქსიმალური – აჭარა-იმერეთისა და არსიანის ქედების მაღალმთიან
 
ზოლში. თოვლის საფარის სიმაღლე მაღალია დასავლეთ რაიონებში, ხოლო ხანგრძლივი კი აღმოსავლეთ ნაწილში.
 
ზოლში. თოვლის საფარის სიმაღლე მაღალია დასავლეთ რაიონებში, ხოლო ხანგრძლივი კი აღმოსავლეთ ნაწილში.
 +
 +
სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული მიმართულებისა და სიძლიერის ქარებია გაბატონებული და წლის განმავლობაში მათი მიმართულება ხეობების მიმართულების თანხვედრილია. ქარის სიჩქარე ახალციხის ქვაბულში მცირეა და ტერიტორიის დიდ ნაწილში 2.0–2.5 მ/წმ-ს არაღემატება, ჯავახეთის პლატოზე კი იგი შედარებით მაღალია და 4 მ/წმ-ს აღწევს.
  
 
==== სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტები ====  
 
==== სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტები ====  

01:38, 15 მაისი 2024-ის ვერსია

სამცხე-ჯავახეთი – ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეული სამხრეთ საქართველოში. დღეს შეწყვილებული ორი ტერმინით აღვნიშნავთ, მაგრამ ძველად ერთი გამაერთიანებელი სახელით იყო ცნობილი – მესხეთი, რომელიც უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე დღევანდელი სამცხე-ჯავახეთია. მასში შედის, თანამედროვე საქართველოს გარდა, სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ისტორიული მიწებიც მდინარეების მტკვრისა და ჭოროხის ზემო წელში: არტაანი, ერუშეთი, კლარჯეთი, კოლა, ტაო, შავშეთი, და სხვა. მას სხვაგვარად ზემო ქართლსაც უწოდებენ. ისტორიულად სამცხე-ჯავახეთი შედიოდა ზემო ქართლის შემადგენლობაში და მის სამხრეთდასავლეთ ნაწილს ქმნიდა, რომელიც ძველ ქართულ მწერლობაში ნიშნავდა ვრცელ ტერიტორიას მდ. მტკვრის ზემო წელის აუზში ბორჯომს ზემოთ. XIII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც სამცხეს ათაბაგების (ჯაყელების) ძალაუფლება დამკვიდრდა, იგი სამცხე-ჯავახეთის სახელწოდებით იხსენიება. ისტორიულად სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია და საზღვრები იცვლებოდა. თვით სამცხესა და ჯავახეთს შორის საზღვარიც ცვალებადი იყო.

სარჩევი

სამცხე-ჯავახეთის კლიმატი

მხარის კლიმატის ფორმირებას ბუნებრივ ფაქტორთა მთელი კომპლექსი განაპირობებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მზის რადიაცია, ატმოსფეროს ცირკულაცია და ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი. ეს ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფება, ერთდროულად მოქმედებენ და ქმნიან აქაური ჰავის საკმაოდ მრავალფეროვან სახეს. ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი – ზედაპირის დანაწევრების ხარისხი, ქედებისა და ხეობების მონაცვლეობა, კლდოვანი გაშიშვლებები, მცენარეული საფარი (ტყე, მდელო, ველი). სამცხე-ჯავახეთისათვის მნიშვნელოვან ოროგრაფიულ ბარიერს ქმნის არსიანისა და აჭარა-იმერეთის ქედები, რომლებიც აფერხებენ დასავლეთის ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას. ამიტომ მათი ქარპირა ფერდობები უხვნალექიანია, ხოლო ქარზურგა ფერდობები, მიმდებარე ხეობები და ქვაბულები – მცირე ნალექიანი. ჯავახეთის ზეგნის არსებობა კი ხელს უწყობს ზამთარში ჰაერის ქვედა ფენების ძლიერ გაცივებას, ხოლო ზაფხულში – მის გათბობას. საქართველოს მაღალმთიან ზოლში მზის ნათების ხანგრძლივობა დაბალია. მაგრამ სამცხე-ჯავახეთი, ამ მხრივაც, გამორჩეული მხარეა. ჯავახეთის ზეგანზე მაღალია მზის ნათების ხანგრძლივობა და წლიურად იგი შეადგენს საშუალოდ 2400 საათზე მეტს.

სამცხე-ჯავახეთის დიდ ნაწილზე ჰავა კონტინენტური ხასიათისაა, რეგიონი შემოსაზღვრულია მაღალი ქედებით, რაც განაპირობებს ჰავის კონტინენტურობას. ჯავახეთში დამახასიათებელია ცივი შედარებით მშრალი ზამთრი და გრილი ხანგრძლივი ზაფხული, სამცხის კლიმატი კი ხასიათდება ზიმიერად ნოტიო, ცივი და შედარებით მშრალი ზამთრით. ნიადაგის ზედაპირი წლის უმეტეს დროს იღებს საკმაოდ დიდი რაოდენობის სითბოს, განსაკუთრებით წლის თბილ პერიოდში. მცირე ღრუბლიანობა, ჰაერის დიდი გამჭირვალობა და მწვანე საფარის ნაკლებობა ხელს უწყობს ეფექტური გამოსხივების გაზრდას, რის გამოც ეს მხარე ტემპერატურის წლიური და დღეღამური ამპლიტუდის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, ტემპერატურული რეჟიმი სამცხე-ჯავახეთში დიდი კონტრასტებით ხასიათდება. საშუალო წლიური ტემპერატურა 9.4- დან 1.8o C-მდე მერყეობს.

ზამთარში თვის ტემპერატურა მთელ ტერიტორიაზე უარყოფითი, ან 00C-თან ახლოსაა, რაც განპირობებულია ცივი ჰაერის მასების დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოჭრით, აგრეთვე ხშირი ანტიციკლონური პირობებით, რომლებიც დაკავშირებულია მოწმენდილი ამინდთან და დედამიწის ზედაპირის რადიაციულ გაციებასთან. აქ უფრო ცივი ზამთარი იცის, ვიდრე იმავე სიმაღლეზე კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ადგილებში. მაგალითად, ერმანში, რომელიც ზრვის დონიდან 2,240 მ სიმაღლეზე მდებარეობს, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8.8ºC, მაშინ როდესაც 128 მ-ით დაბლა მდებარე ეფრემოვკაში, ამ თვის საშუალო ტემპერატურა –10,6ºC-. ყინვიანი დღეების ხანგრძლივობა სამცხე-ჯავახეთის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მერყეობს 90-დან 200 დღემდე. ზაფხულის თვეებშიც კი არ არის გამორიცხული დილის ყინვები. ზამთრის ასეთი დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ამ მხარისათვის დამახასიათებელია ტემპერატურის დადებითი ანომალიები, რაც უმთავრესად დაკავშირებულია სამხრეთიდან, ან სამხრეთ-დასავლეთიდან საქართველოში თბილი ჰაერის მასების შემოჭრასთან.

უთბილესი თვის საშუალო ტემპერატურა ზ.დ. 1200 მ სიმაღლემდე მერყეობს 19-20,5ºC-ის, ხოლო 2000 მ სიმაღლემდე – 15–20ºC-ის ფარგლებში. ჰიფსომეტრიულად უფრო მაღლა მხოლოდ ზაფხულის ორი თვის ტემპერატურა არის 10ºC-ზე მაღალი. ჯავახეთის ზეგანზე ზაფხული ცხელი იცის, რასაც განაპირობებს მისი სამხრეთით მდებარეობა და ტყეების ნაკლებობა. აქ ცალკეულ დღეებში ტემპერატურა საკმაოდ მაღალია. ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 20–28ºC-მდე აღწევს.

მხარის ძირითად ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექები შედარებით მცირე რაოდენობით მოდის და არათანაბრადაა განაწილებული, როგორც დროის, ისე სივრცის მიხედვით. ნალექები აბსოლუტური სიმაღლის მიხედვითაც არა თანაბრად არის განაწილებული: დაბალ ნაწილში მოდის ძირითადად წვიმის სახით, ხოლო მაღალმთიან ნაწილში მატულობს თოვლის სახით მოსული ატმოსფერული ნალექი. მაღალმთიან ტერიტორიაზე ნალექები მყარი სახით მთელი წლის განმავლობაშია მოსალოდნელი, ხოლო დაბალ ნაწილებში მხოლოდ სექტემბერ-მაისში. ოროგრაფიული ბარიერების გამო რეგიონი შედარებით მცირე ნალექს იღებს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა აქ მერყეობს 400-1400 მმ-ის ფარგლებში. იგი მინიმალურია ჯავახეთის ზეგანსა და ახალციხის ქვაბულში, ხოლო მაქსიმალური – აჭარა-იმერეთისა და არსიანის ქედების მაღალმთიან ზოლში. თოვლის საფარის სიმაღლე მაღალია დასავლეთ რაიონებში, ხოლო ხანგრძლივი კი აღმოსავლეთ ნაწილში.

სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული მიმართულებისა და სიძლიერის ქარებია გაბატონებული და წლის განმავლობაში მათი მიმართულება ხეობების მიმართულების თანხვედრილია. ქარის სიჩქარე ახალციხის ქვაბულში მცირეა და ტერიტორიის დიდ ნაწილში 2.0–2.5 მ/წმ-ს არაღემატება, ჯავახეთის პლატოზე კი იგი შედარებით მაღალია და 4 მ/წმ-ს აღწევს.

სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტები

სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია საკმაოდ ნაირგვაროვანი ლანდშაფტებითაა წარმოდგენილი. აქ წარმოდგენილია ლანდშაფტების 5 ტიპი (Н, П, Р, Т, У), 9 (Н5, Н6, П1, Р1, Т1, Т2, У1, У2. У3) ქვეტიპი და 12 გვარი (83, 88, 102, 112, 119, 127, 129, 135, 138, 139, 148, 151) [Беручашвили, 1979].

ეს ლანდშაფტებია:
Н – ტიპი. მთის ზომიერად თბილი ჰუმიდური
სემიჰუმიდურისაკენ გარდამავალი ქვედა მთის ტყის (Н5 – ქვეტიპი)
83 – ქვედა მთის ეროზიულ-აკუმულაციური ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარი (ქართული მუხის),
მუხნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარი (კავკასიური ფიჭვის) ტყეებით, იშიათად შიბლიაკით.

საშუალო მთის ტყის (Н6 – ქვეტიპი)
88 – საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი (ქართული მუხის),
რცხილნარი ტყეებით და ტყისშემდგომი მდელოებითა და მდელო-ბუჩქნარებით.

П – ტიპი. მთის ზომიერი სემიჰუმიდური
საშუალო მთის შიბლიაკის, არიდული მეჩხერი ტყის, ფრიგანის, მდელო-სტეპის (П1– ქვეტიპი)
102 – საშუალო მთის ვულკანური ლანდშაფტი შიბლიაკით, ფრიგანით, მდელო-სტეპებითა და
არიდული მეჩხერი ტყეებით.

Р – ტიპი. მთის ზომიერი სემიარიდული
ზომიერად თბილისაკენ გარდამავალი მთის ქვაბულების სტეპის, მდელო-სტეპის, ფრიგანისა და
შიბლიაკის (Р1– ქვეტიპი)

112 – ვრცელდება სამხრეთ საქართველოში – ახალციხის ქვაბულის ფარგლებში, ზღვის დონიდან 900-1500 მ სიმაღლით დიაპაზონში. გაცილებით დიდ ფართობზეა გადაჭიმული სომხეთის ზეგნის ფარგლებში. მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი პირვანდელი ბუნებრივი სახე.

Т – ტიპი. მთის ზომიერად ცივი
საშუალო მთის მუქწიწვიანი ტყის (Т1 – ქვეტიპი)
125 – საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი წიფლნარ-მუქწიწვინებითა და
მუქწიწვიანებით (აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი) მარადმწვანე ქვეტყით.

127 – საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი წიფლნარ-მუქწიწვინი, ზოგან ფიჭვნარი (კავკასიური ფიჭვი) ტყეებით.

ზედა მთის ტყის ფიჭვნარი და არყნარი (Т2- ქვეტიპი)
129 – ზედა მთის ეროზიულ-დენუდაციური, იშვიათად პალეოგლაციალური ლანდშაფტი არყის ხის, ზოგან ფიჭვის (კავკასიური ფიჭვის, კოხის ფიჭვის) ტყეებითა და პონტოური მუხის დაბალტანიანი ტყეებით.

У – ტიპი. მაღალი მთის მდელოს
მაღალი მთის სუბალპური ტყე-ბუჩქნარ-მდელოს (У1 – ქვეტიპი)

135 – მაღალი მთის დენუდაციური და პალეოგლაციალური ლანდშაფტი მაღალბალახოვანი და ხშირბალახოვანი მდელოების კომპლექსით, ბუჩქნარებითა და ტანბრეცილი ტყეებით (წიფლისა და არყის ხის).

138 – მაღალი მთის დენუდაციური ლანდშაფტი სუბალპური მდელოების, ბუჩქნარებისა და მეჩხერი ტყეების კომპლექსით.

139 – მაღალი მთის ვულკანური ლანდშაფტი სუბალპური მდელოებისა და მდელო-სტეპის. მაღალი მთის ალპური ბუჩქნარ-მდელოს (У2-ქვეტიპი).

148 – მაღალი მთის ვულკანური ლანდშაფტი ალპური მდელოებით.

151 – მაღალი მთის სუბნივალური ვულკანური ლანდშაფტი.

მაღალი მთის სუბნივალური (У3-ქვეტიპი).

151 – მაღალი მთის ვულკანური ლანდშაფტი.

სოფლის მეურნეობა

სამცხე-ჯავახეთის მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები მეურნეობის სხვა და სხვა დარგის განვითარების შესაძლებლობას იძლეოდა. აქ მისდევდნენ მიწათმოქმედებასაც და მესაქონლეობასაც, თუმცა პირველს გაცილებით დიდი დატვირთვა ჰქონდა. მართალია, სამცხე და ჯავახეთი ერთი ისტორიული რეგიონია, მაგრამ მათ შორის ბუნებრივი პირობების მხრივ, დიდი სხვაობაა. ეს კი განაპირობებდა და დღესაც განაპირობებს მეურნეობის წარმოების მრავალფეროვნებასა და სპეციფიკას. ამის შესახებ ჯერ კიდევ, 1930-იან წლებში წერდა ს. მაკალათია: „ბუნებრივი პირობების გამო, ჯავახეთში უფრო მემინდვრეობას ეწევიან, მესხეთში კი – მებაღეობა-მებოსტნეობას”. ბუნებრივი პირობებისა და შესაბამისად, მეურნეობის ფორმების განსხვავება ასახულა კიდეც რეგიონის შიდა სავაჭრო ურთიერთობებშიც: „ჯავახეთში ხილი არ მოდის, სამაგიეროდ ბევრი პური მოჰყავთ და მას ცვლიან მესხეთში ხილზე და ბოსტნეულზე”. ადგილობრივი გარემო პირობების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ადგილობრივ მეურნეს ეხმარებოდა სწორად დაეგეგმა მეურნეობის ესა თუ ის დარგი და ამგვარად უხვი მოსავალი მიეღო. იგი ითვალისწინებდა აბსოლუტურ სიმაღლეს, ფერდობების ექსპოზიციასა და დახრილობას, გაბატონებული ქარების მიმართულებას, ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს და ა.შ.

რეგიონისათვის ტრადიციული დარგებია: მემცენარეობა/მიწათმოქმდება, მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა, მეკარტოფილეობა, საკვები კულტურების წარმოება, მეტყევეობა, მეცხოველეობა, მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა, მეღორეობა, მეურნეობის დამხმარე დარგები: ნადირობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, ხელოსნობა და სხვ.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები