მათემატიკური სტატისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
[[კატეგორია:მათემატიკის დარგები‏‎]]
 
 
[[კატეგორია:სტატისტიკა]]
 
[[კატეგორია:სტატისტიკა]]

მიმდინარე ცვლილება 13:52, 19 ივლისი 2024 მდგომარეობით

მათემატიკური სტატისტიკამათემატიკის დარგი, რომელიც მეცნიერული და პრაქტიკული დასკვნებისათვის სტატისტიკურ მონაცემთა სისტემატიზაციის, ანალიზისა და გამოყენების მეთოდებს შეისწავლის.

მათემატიკური სტატისტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ალბათობათა თეორიასთან. ალბათურ კანონზომიერებებს დაქვემდებარებული შემთხვევითი მოვლენების სტატისტიკური შესწავლა გულისხმობს სტატისტიკური მონაცემებით ამ კანონზომიერებათა დადგენას, რისთვისაც იყენებენ ისეთ დარგებს, როგორიცაა: ალბათობის განაწილების სტატისტიკური შეფასების თეორია, ალბათურ ჰიპოთეზათა სტატისტიკური შემოწმების თეორია და ა.შ., რომლებიც ალბათობის თეორიას ემყარებიან.

მათემატიკური სტატისტიკის საწყისები უკვე იაკობ ბერნულის, ლაპლასისა და პუასონის შრომებში გვხვდება (XVII-XIX სს). ამ დარგის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კ. გაუსის, ა. მარკოვის, ა. კეტლეს, ფ. გალტონისა და კ. პირსონის ნაშრომებს. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მათემატიკური სტატისტიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ინგლისისა და ამერიკის სკოლის წარმომადგენლებმა. მათ შორის არიან: ინგლისელები სტიუდენტი (უ. გოსეტის ფსევდონიმი), რ. ფიშერი, კ. პირსონი; აშშ -დან ჯ. ნეიმანი, ა. ვალდი; რუსეთიდან ვ. რომანოვსკი, ე. სლუცკი, ნ. სმირნოვი, ს. ბერნშტეინი, ი. ლინიკი, ლ. ბოლშევი.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები