რიცხვითი ინტეგრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:ალგებრა]]
 
[[კატეგორია:ალგებრა]]
[[კატეგორია:მათემატიკის დარგები]]
 

მიმდინარე ცვლილება 13:53, 19 ივლისი 2024 მდგომარეობით

რიცხვითი ინტეგრებამათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის განსაზღვრული ინტეგრალების მიახლოებით გამოთვლას (იმ შემთხვევაში, როცა ზუსტი ანალიზური გამოთვლა შეუძლებელია ან რთულია) და დიფერენციალური განტოლებების ამოხსნას. ინტეგრალების მიახლოებითი გამოთვლის ანალიზური მეთოდების გამოყენებისას ინტეგრალქვეშა ფუნქციას მიახლოებით ცვლიან რომელიმე უფრო მარტივი გამოსახულებით, საიდანაც ინტეგრალი უფრო ადვილი გამოსათვლელია. უფრო ხშირად იყენებენ ინტერპოლაციურ მრავალწევრს, ე. ი. მრავალწევრს, რომელიც ინტეგრალქვეშა ფუნქციას ემთხვევა ზოგიერთ წერტილში (ინტერპოლაციის კვანძებში).

დიფერენციალური განტოლების მიახლოებით ამოხსნას ეძებენ უსასრულო მწკრივის სახით და შემოისაზღვრებიან მისი წევრების სასრული რაოდენობით. სხვადასხვა სასაზღვრო ამოცანის ამოხსნისათვის ხშირად სარგებლობენ ტრიგონომეტრიული მწკრივებით.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები