ჩინეთის რკინიგზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩინეთის რკინიგზა“ გადაიტანა გვერდზე „ჩანჩუნის რკინიგზა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩანჩუნის რკინიგზა“ გადაიტანა გვერდზე „ჩინეთის რკინიგზა“ გადა...)

00:24, 20 სექტემბერი 2024-ის ვერსია

ჩინეთის (ჩანჩუნის) რკინიგზა – (1953-დან – სარბინის რკინიგზა), რკინიგზის მაგისტრალი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, სადგურ მანჯურიიდან სარბინის გავლით სუიფინხემდე და ხარბინიდან დალიანამდე, აქვს განშტოებებიც, საერთო სიგრძეა 2500 კმ.

ჩინეთის რკინიგზა ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზის (ჩარ) სახელწოდებით, გაიყვანა რუსეთმა 1897-1903, რუსეთ-ჩინეთის 1898 ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, 80 წლის შემდეგ რკინიგზა უსასყიდლოდ გადადიოდა ჩინეთის ხელში, ხოლო რკინიგზაზე მოძრაობის გახსნიდან 36 წლის შემდეგ ჩინეთის მთავრობას უფლება ჰქონდა გამოესყიდა ეს ხაზი.

1904-05 რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, პორტსმუთის საზავო ხელშეკრულების 1905 თანახმად, ჩარ-ის სამხრეთი ხაზი იაპონიას გადაეცა და ეწოდა „სამხრეთ მანჯურიის რკინიგზა“ (სმრ). 1918 იაპონიამ ჯარები შეიყვანა ჩინეთის რკინიგზის ტერიტორიაზე. ვაშინგტონის კონფერენციაზე 1921-22 სახელმწიფოთა შორის მწვავე ბრძოლა მიმდინარეობდა ჩარ-ის ხელში ჩასაგდებად. სსრკ-ჩინეთის 1924 ხელშეკრულებით ჩარ მიჩნეულ იქნა წმინდა კომერციულ ობიექტად საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მმართველობით. 1931 იაპონელებმა მოახდინეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ოკუპაცია და იქ შექმნეს მან-ჯოუ-გოს სახელმწიფო. 1935 საბჭოთა კავშირმა ჩარ მიჰყიდა მან-ჯოუ-გოს ხელისუფლებას. II მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, სსრკ-ჩინეთის 1945 ხელშეკრულებით ჩარ და სმრ საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ერთობლივ მმართველობას დაუქვემდებარა. მაგისტრალს ეწოდა ჩინეთის რკინიგზა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, სსრკ-ჩინეთის 1940 ხელშეკრულების თანახმად, ჩინეთს უსასყიდლოდ გადაეცა ჩინეთის რკინიგზა მთელი თავისი ქონებით. გადაცემა გაფორმდა 1952 წლის 31 დეკემბრის ოქმით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები