იბისი (ძველი ეგვიპტის მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იბისი''' – თეთრი იბისი ფრთებზე შავი ბუმბულით (ibis comata) საკრალურ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:49, 24 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
იბისი – თეთრი იბისი ფრთებზე შავი ბუმბულით (ibis comata) საკრალური ჩიტი იყო და თოტის ერთ-ერთ გამოვლინებად იყო მიჩნეული. მას ეგვიპტელები „ბრწყინვალეს“, „მანათობელს“ ეძახდნენ. შავი იბისი (plegadis falcinellus) გლოვასთან იყო დაკავშირებული, და მას სხვა სახელიც ერქვა (gm.t,).
გვიპტის ერთ-ერთი დიდი ბრძენის, იპუვერის დარიგებებში (პირველი გარდამავალი პერიოდი), სადაც ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობაა აღწერილი, ხალხი სწორედ გემეტ-ჩიტთან (შავ იბისთან) არის შედარებული. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე იბისი აღწერილი აქვს ჰეროდოტეს. იბისი იყო ასევე მეთხუთმეტე ქვემოეგვიპტური ნომის ნიშანი.