ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]]
 
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
[[კატეგორია:ბიბლიოთეკები]]
 
 
[[კატეგორია:ბიბლიოთეკები ეგვიპტეში]]
 
[[კატეგორია:ბიბლიოთეკები ეგვიპტეში]]

მიმდინარე ცვლილება 16:08, 5 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა – ძველი სამყაროს უდიდესი ბიბლიოთეკა. დაარსდა ჩვ.წ-მდე III საუკუნეში პტოლემაიოს I სოტერის და მისი შვილის, პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს. სტრაბონის თანახმად, მისი იდეა ეკუთვნის ეგვიპტეში გადასახლებულ ბერძენ ორატორს და ფილოსოფოსს, დემეტრე ფალერელს.

ბიბლიოთეკა იყო უფრო დიდი კომპლექსის – მუზეუმის (მუზების სასახლის) ნაწილი, სადაც შეისწავლებოდა მუსიკა, ხელოვნება, ფილოსოფია და მეცნიერება. ბიბლოითეკის გარდა, აქ იყო ობსერვატორია, ზოოლოგიური და ბოტანიკური ბაღები, უამრავი დარბაზი მეცნიერთა შეხვედრებისა და საუბრებისათვის, სასადილო დარბაზი და სამკითხველო. პაპირუსების საცავ დარბაზში ამოკვეთილი იყო სიტყვები „სულის სამკურნალო ადგილი“, რომლებიც გადმოცემით ძველი ეგვიპტის უძველეს მემფისის ბიბლიოთეკის კედელს ამშვენებდა. პტოლემაიოსები აფინანსებდნენ წარმომადგენლობებს როდოსსა და ათენში ხელნაწერების ჩამოსატანად; ამას გარდა, ყველას, ვინც ალექსანდრიაში ჩამოდიოდა, ართმევდნენ წიგნებს და ბიბლიოთეკაში მათი კოპირება ხდებოდა.

ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების ზუსტი რაოდენობა დღეს დაუდგენელია. ცნობილია, რომ პტოლემაიოს II ფილადელფოსმა მიზნად დაისახა მათი რაოდენობა 500 000-მდე გაეზარდა. ხელნაწერების ნაწილი სერაპეუმის სატაძრო ბიბლიოთეკაში ინახებოდა. პტოლემაიოსები ბიბლიოთეკაში სამუშაოდ იწვევდნენ ცნობილ მეცნიერებს, სრულად აფინანსებდნენ მათ მგზავრობას და ალექსანდრიაში ცხოვრებას ოჯახებთან ერთად. სწორედ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მოხდა მეცნიერული მეთოდების ჩამოყალიბება და გამოყენება. აქ მოღვაწეობდნენ კალიმაქე, აპოლონ როდოსელი, ერატოსთენე (ჩვ.წ.-მდე III ს.), არისტოფანე ბიზანტიელი, არისტრახე სამოთრაკიელი (ჩვ.წ.-მდე II ს.) და სხვ. თუმცა დღეს ბიბლიოთეკის განადგურებას ძირითადად არაბებს აბრალებენ, ბიბლიოთეკა მათ უკვე ძალიან გაძარცვული დახვდათ. პლუტარქეს ცნობით, როცა იულიუს კეისარმა დაწვა თავისი გემები ალექსანდრიაზე შეტევისას, ცეცხლი ბიბლითეკაზეც გადავიდა, მაგრამ თანამედროვე გეოგრაფიული შესწავლით, ეს ვერ მოხდებოდა. შესაძლოა ამ დროს დაიწვა ფაროსზე მდებარე წიგნების საცავი. ბიბლიოთეკის ფონდები დაზარალდა აურელიანეს მიერ 274 წ. ქალაქის აღებისას, როცა ის დედოფალ ზენობიას აჯანყებას ახშობდა.

391 წ. ქრისტიანმა იმპერატორმა თეოდოსემ ბრძანა ქალაქში წარმართული ტაძრების დანგრევა, რაც გულმოდგინედ შეასრულა ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ. ამ დროს განადგურდა სერაპეუმის ტაძარი და იქ დაცული ხელნაწერები. ბიბლიოთეკის განადგურება დაასრულეს არაბებმა 641 წ. ხალიფ ომარ იბნ ალ ქათაბის განცხადების შემდეგ, რომ ხელნაწერები ან იმეორებდნენ ალაჰის სიტყვებს, ან ეწინააღმდეგებოდნენ მათ და ამიტომ არ იყო საჭირო მათი შენახვა. პაპირუსები წაიღეს აბანოებში წყლის გასათბობად, სადაც მათ ექვსი თვის განმავლობაში წვავდნენ.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები