რაჰოტეპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რაჰოტეპი''' – (R-htp, „რა მშვიდადაა“, დაახლ. დადგენილი თარიღი ჩვ.წ...) |
03:27, 7 ნოემბერი 2024-ის ვერსია
რაჰოტეპი – (R-htp, „რა მშვიდადაა“, დაახლ. დადგენილი თარიღი ჩვ.წ.-მდე 1650 წ.), ფარაონი. მეორე გარდამავალი პერიოდის დროს თებეში აღზევდა ნომარქების ოჯახი, რომელიც თავს XIII დინასტიის ფარაონების შთამომავლად აცხადებდა. რაჰოტეპი იყო ამ ოჯახის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც სამეფო ტიტულატურა მიიღო. ამდენად, ის ითვლება იმ დინასტიის (XVII) დამაარსებლად, რომელმაც დაახლ. ერთი საუკუნის შემდეგ ქვეყნიდან ჰიკსოსები განდევნა. ცნობილია, რომ რაჰოტეპმა მოახდინა ტაძრების რესტავრაცია კოპტოსსა და აბიდოსში, და მისი ძალაუფლება თითქმის მთელ სამხრეთზე ვრცელდებოდა.