რუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რუტი''' – (ეგვ. rw.tj), ლომების წყვილი, რომელსაც [[ლეონტოპოლისი|ლეო...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:27, 7 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

რუტი – (ეგვ. rw.tj), ლომების წყვილი, რომელსაც ლეონტოპოლისში, ჰელიოპოლისის ჩრდილო-დასავლეთით (თანამედრ. თელ ელ-იაჰუდიე) ეთაყვანებოდნენ. ძალიან ადრე მოხდა მათი გაიგივება ატუმის შვილების პირველ წყვილთან შუსთან და ტეფნუტთან. უკვე პირამიდების ტექსტებში ვკითხულობთ, რომ ლომების წყვილი შუ და ტეფნუტია (PT 447). ამ წყვილს ექვემდებარებოდა შიმშილი და წყურვილი, და იგი გარდაცვლილთა მსხვერპლშეწირვას განაგებდა.



[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები