ტაოსრეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ტაოსრეტი '''ტაოსრეტი''' – (ჩვ.წ.-მდე დაახლ. 1198-1196 წ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:54, 11 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ტაოსრეტი

ტაოსრეტი – (ჩვ.წ.-მდე დაახლ. 1198-1196 წწ.), სეტი II-ის მთავარი დედოფალი. სეტი II-ის გარდაცვალების შემდეგ ასრულებდა რეგენტის ფუნქციას სეტი II-ის მემკვიდრის, სიპტახის მეფობის დროს, რომელიც იყო სეტი II-ის ვაჟიშვილი „მეორე რიგის“ ცოლიდან. სიპტახის გარდაცვალების შემდეგ მან თავი მეფედ გამოაცხადა, მიიღო ფარაონის ტიტულატურა და აიგო მოსახსენიებელი ტაძარი თებეში. ტაოსრეტის მეფობით სრულდება მეცხრამეტე დინასტია. XX დინასტიის ფარაონები არ ცნობდნენ ამონმესუს, სიპტახს და ტაოსრეტს. თაოსრეტის სამარხი მეფეთა ველზე მიისაკუთრა XX დინასტიის დამაარსებელმა სეტნახტმა.



[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები