ნავკრატისი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Nevkartisi.JPG|thumb|ნავკრატისი]] | [[ფაილი:Nevkartisi.JPG|thumb|ნავკრატისი]] | ||
| − | '''ნავკრატისი''' – (ძვ. ბერძ. Ναύκρατις от ναυκρατέω) საპორტო ქალაქი დასავლეთ დელტაში, ნილოსის დელტის როზეტის ტოტზე, ნაპირიდან დაახლ. 100 კმ. დაშორებით. ფსამტიხ II-მ (XXVI დინასტია) ნება დართო ბერძნებს, დაეარსებინათ კოლონიები დელტაში, მაგრამ მოგვიანებით [[ამასისი|ამასისმა]], რომლის ტახტზე ასვლას ერთგვარად ბერძნების მიმართ ეგვიპტელების გაღიზიანებამ შეუწყო ხელი, თავისებურად შეზღუდა მათი უფლებები. მისი განსაკუთრებული ბრძანებულებით საბერძნეთთან [[ვაჭრობა]] მხოლოდ ამ [[პორტი]]დან უნდა ყოფილიყო წარმოებული, რის შემდეგაც ქალაქი თანდათან ეგვიპტეში უმნიშვნელოვანეს ბერძნულ კოლონიად გადაიქცა. ქალაქში აშენდა ბერძნული ტაძრები და დაწესებულებები, და თითქმის ყველა ბერძნულ პოლისს აქ თავისი წარმომადგენლობა ჰქონდა. ამით ნავკრატისი განსხვავდებოდა სხვა ბერძნული კოლონიებისაგან, რომლებიც ერთი ქალაქის მიერ დაარსებულ დამოუკიდებულ პოლისებს წარმოადგენდნენ. მან თავიდანვე დაიწყო განვითარება, როგორც ვაჭრების დასახლებამ, და მალე კოსმოპოლიტურ ქალაქად გადაიქცა, სადაც ჩადიოდა მოსახლეობა ეგეიდიდან, მცირე აზიიდან და კვიპროსიდან. | + | '''ნავკრატისი''' – (ძვ. ბერძ. Ναύκρατις от ναυκρατέω) საპორტო ქალაქი დასავლეთ დელტაში, ნილოსის დელტის როზეტის ტოტზე, ნაპირიდან დაახლ. 100 კმ. დაშორებით. [[ფსამტიხ II]]-მ (XXVI დინასტია) ნება დართო ბერძნებს, დაეარსებინათ კოლონიები დელტაში, მაგრამ მოგვიანებით [[ამასისი|ამასისმა]], რომლის ტახტზე ასვლას ერთგვარად ბერძნების მიმართ ეგვიპტელების გაღიზიანებამ შეუწყო ხელი, თავისებურად შეზღუდა მათი უფლებები. მისი განსაკუთრებული ბრძანებულებით საბერძნეთთან [[ვაჭრობა]] მხოლოდ ამ [[პორტი]]დან უნდა ყოფილიყო წარმოებული, რის შემდეგაც ქალაქი თანდათან ეგვიპტეში უმნიშვნელოვანეს ბერძნულ კოლონიად გადაიქცა. ქალაქში აშენდა ბერძნული ტაძრები და დაწესებულებები, და თითქმის ყველა ბერძნულ პოლისს აქ თავისი წარმომადგენლობა ჰქონდა. ამით ნავკრატისი განსხვავდებოდა სხვა ბერძნული კოლონიებისაგან, რომლებიც ერთი ქალაქის მიერ დაარსებულ დამოუკიდებულ პოლისებს წარმოადგენდნენ. მან თავიდანვე დაიწყო განვითარება, როგორც ვაჭრების დასახლებამ, და მალე კოსმოპოლიტურ ქალაქად გადაიქცა, სადაც ჩადიოდა მოსახლეობა ეგეიდიდან, მცირე აზიიდან და კვიპროსიდან. |
სავარაუდოდ, „ნავკრატისი“ (Naukratis) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „გემის ძალას“, ან „საზღვაოსნო ადგილს“. არქეოლოგიური მასალის და წერილობითი წყაროების თანახმად, საბერძნეთსა და ეგვიპტეს შორის საკმაოდ აქტიური სავაჭრო ურთიერთობა არსებობდა ჩვ.წ.-მდე 500-600 წლებს შორის. საბერძნეთიდან ძირითადად შემოდიოდა [[ვერცხლი]]ს [[მადანი]] და მონები, ასევე [[ზეთისხილი]] და ღვინო. ეგვიპტიდან ბერძენ ვაჭრებს გაჰქონდათ ძირითადად [[ხორბალი]], ასევე ქსოვილები, [[პაპირუსი (საწერი მასალა)|პაპირუსი]] და ეგვიპტური ფუფუნების საგნები. როგორც ყველა საპორტო ქალაქი, ნავკრატისი ცნობილი იყო თავისი გასართობი ადგილებით. ბერძენი ქალი-პოეტი საფო თავის ლექსში განიცდის, რომ მისი ძმა ნავკრატისში ცნობილი ჰეტერას გავლენის ქვეშ მოექცა, რომლის გამოც მთელი ქონება გაფლანგა. | სავარაუდოდ, „ნავკრატისი“ (Naukratis) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „გემის ძალას“, ან „საზღვაოსნო ადგილს“. არქეოლოგიური მასალის და წერილობითი წყაროების თანახმად, საბერძნეთსა და ეგვიპტეს შორის საკმაოდ აქტიური სავაჭრო ურთიერთობა არსებობდა ჩვ.წ.-მდე 500-600 წლებს შორის. საბერძნეთიდან ძირითადად შემოდიოდა [[ვერცხლი]]ს [[მადანი]] და მონები, ასევე [[ზეთისხილი]] და ღვინო. ეგვიპტიდან ბერძენ ვაჭრებს გაჰქონდათ ძირითადად [[ხორბალი]], ასევე ქსოვილები, [[პაპირუსი (საწერი მასალა)|პაპირუსი]] და ეგვიპტური ფუფუნების საგნები. როგორც ყველა საპორტო ქალაქი, ნავკრატისი ცნობილი იყო თავისი გასართობი ადგილებით. ბერძენი ქალი-პოეტი საფო თავის ლექსში განიცდის, რომ მისი ძმა ნავკრატისში ცნობილი ჰეტერას გავლენის ქვეშ მოექცა, რომლის გამოც მთელი ქონება გაფლანგა. | ||
მიმდინარე ცვლილება 00:32, 14 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ნავკრატისი – (ძვ. ბერძ. Ναύκρατις от ναυκρατέω) საპორტო ქალაქი დასავლეთ დელტაში, ნილოსის დელტის როზეტის ტოტზე, ნაპირიდან დაახლ. 100 კმ. დაშორებით. ფსამტიხ II-მ (XXVI დინასტია) ნება დართო ბერძნებს, დაეარსებინათ კოლონიები დელტაში, მაგრამ მოგვიანებით ამასისმა, რომლის ტახტზე ასვლას ერთგვარად ბერძნების მიმართ ეგვიპტელების გაღიზიანებამ შეუწყო ხელი, თავისებურად შეზღუდა მათი უფლებები. მისი განსაკუთრებული ბრძანებულებით საბერძნეთთან ვაჭრობა მხოლოდ ამ პორტიდან უნდა ყოფილიყო წარმოებული, რის შემდეგაც ქალაქი თანდათან ეგვიპტეში უმნიშვნელოვანეს ბერძნულ კოლონიად გადაიქცა. ქალაქში აშენდა ბერძნული ტაძრები და დაწესებულებები, და თითქმის ყველა ბერძნულ პოლისს აქ თავისი წარმომადგენლობა ჰქონდა. ამით ნავკრატისი განსხვავდებოდა სხვა ბერძნული კოლონიებისაგან, რომლებიც ერთი ქალაქის მიერ დაარსებულ დამოუკიდებულ პოლისებს წარმოადგენდნენ. მან თავიდანვე დაიწყო განვითარება, როგორც ვაჭრების დასახლებამ, და მალე კოსმოპოლიტურ ქალაქად გადაიქცა, სადაც ჩადიოდა მოსახლეობა ეგეიდიდან, მცირე აზიიდან და კვიპროსიდან.
სავარაუდოდ, „ნავკრატისი“ (Naukratis) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „გემის ძალას“, ან „საზღვაოსნო ადგილს“. არქეოლოგიური მასალის და წერილობითი წყაროების თანახმად, საბერძნეთსა და ეგვიპტეს შორის საკმაოდ აქტიური სავაჭრო ურთიერთობა არსებობდა ჩვ.წ.-მდე 500-600 წლებს შორის. საბერძნეთიდან ძირითადად შემოდიოდა ვერცხლის მადანი და მონები, ასევე ზეთისხილი და ღვინო. ეგვიპტიდან ბერძენ ვაჭრებს გაჰქონდათ ძირითადად ხორბალი, ასევე ქსოვილები, პაპირუსი და ეგვიპტური ფუფუნების საგნები. როგორც ყველა საპორტო ქალაქი, ნავკრატისი ცნობილი იყო თავისი გასართობი ადგილებით. ბერძენი ქალი-პოეტი საფო თავის ლექსში განიცდის, რომ მისი ძმა ნავკრატისში ცნობილი ჰეტერას გავლენის ქვეშ მოექცა, რომლის გამოც მთელი ქონება გაფლანგა.
ამასისის დროს ნავკრატისი ინარჩუნებდა ავტონომიას, მაგრამ ეგვიპტის სპარსელების მიერ დაპყრობის შემდეგ, როცა საბერძნეთთან ვაჭრობა შეფერხდა, ქალაქმა გაღარიბება დაიწყო, ალექსანდრე დიდის მიერ ალექსანდრიის დაარსების შემდეგ კი მან თითქმის დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ქალაქი უკანასკნელად მოიხსენიება ჩვ.წ. III საუკუნეში. ნაქა ლაქარის ბორცვს ყურადღება მიაქცია ფ. პიტრიმ 1880-იან წლებში. იმ დროისათვის ადგილობრივი პროექტის თანახმად ბორცვი უნდა გაეთხარათ და მიწა მოეხმარათ, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწების იაფი გამანაყოფიერებელი. პეტრიმ სასწრაფოდ ჩაატარა გათხრები, და სწორედ მის მიერ იქნა აღმოჩენილი ბერძნული (და ასევე ეგვიპტური) ნაგებობების ნაშთები. თვითონ ქალაქის დაგეგმარება უფრო ეგვიპტური იყო, ვიდრე ბერძნული. დღეს ნავკრატისის ნაქალაქარი პრაქტიკულად აღარ არსებობს.