ხაპი (ღვთება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხაპი''' 1. ხორის ერთ-ერთი ვაჟიშვილის სახელი, რომელიც ახალი ს...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:27, 15 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ხაპი

1. ხორის ერთ-ერთი ვაჟიშვილის სახელი, რომელიც ახალი სამეფოს დროიდან მაიმუნის თავით გამოისახებოდა.

2. ნილოსის და ნილოსის ღვთაების სახელი (ეგვ. Hpj). ხაპი, როგორც ღვთაება, უფრო ნილოსის ადიდების, და არა თვითონ დიდი მდინარის პერსონიფიკაციად იყო მიჩნეული, და ამიტომ, ადიდების სიდიდის შესაბამისად, ხაპი შეიძლებოდა „დიდი“ ან „პატარა“ ყოფილიყო. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, თავზე წყლის მცენარეებით, განვითარებული მკერდით და დიდი მუცლით, რასაც მისი ნაყოფიერებისათვის უნდა გაესვა ხაზი.

ითვლებოდა, რომ ხაპი ბინადრობდა გამოქვაბულებში ნილოსის ჭორომებთან. ხაპის ეძახდნენ „მდინარის ბატონს, რომელსაც მოსავალი მოაქვს“. ის ასევე „ფრინველების და თევზების ბატონიც“ იყო. თუმცა ნილოსის ადიდებაზე ქვეყნის კეთილდღეობა იყო დამოკიდებული, მას არ ჰქონდა საკუთარი ტაძრები, მაგრამ მისი ქანდაკებები და გამოსახულებები ბევრ ტაძარს ამშვენებდა.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები