გეოგრაფიული ობიექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გეოგრაფიული ობიექტი''' – სივრცითი ობიექტი, (geographic entity, spatial objct), ობი...) |
მიმდინარე ცვლილება 16:46, 19 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
გეოგრაფიული ობიექტი – სივრცითი ობიექტი, (geographic entity, spatial objct), ობიექტური რეალობის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც განსაზღვრულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით (განედი, გრძედი, სიმაღლე ზღვის დონიდან), თვისებრიობით და ოდენობრიობით. ინფორმაციული მონაცემები მის შესახებ არის გის-ში. სივრცითი ობიექტის ციფრული სახით წარმოდგენა ხდება წერტილოვანი, ხაზობრივი, ფართობული (პოლიგონური) და ზედაპირული (რელიეფური) ფენებით. წერტილებით, ხაზებით და პოლიგონებით გამოსახავენ ბრტყელ ობიექტებს, ზედაპირულით კი – სამგანზომილებიან ანუ მოცულობით ობიექტებს. კონკრეტულ ტერიტორიაზე ერთი ტიპის ობიექტების სრული ნაკრებით იქმნება ფენა.