ტოპოგრაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტოპოგრაფია''' – (topography), მეცნიერების და პრაქტიკის დარგი [[გეოდე...) |
მიმდინარე ცვლილება 01:25, 22 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ტოპოგრაფია – (topography), მეცნიერების და პრაქტიკის დარგი გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მიჯნაზე. კარტოგრაფიას უზრუნველყოფს გეოდეზიურ საფუძველზე შედგენილი მაღალი სიზუსტის მსხვილმასშტაბიანი რუკებით. მცირე ტერიტორიების საველე ტოპოგრაფიული და აეროგადაღებით იქმნება ტოპოგრაფიული რუკები და გეგმები. არის: ტოპოგრაფიული აგეგმვა (მენზულური და ფოტოთეოდოლიტური), სტერეოგრაფიული გადაღება (სურათების სტერეოსკოპული დეშიფრირებით) და კომბინირებული ტოპოგრაფიული აგეგმვა (სურათების დეშიფრირებისა და ტოპოგრაფიული აგეგმვის შეთავსებით).