გავაზი
(ახალი გვერდი: '''ბარი (გავაზი)''' (ლათ. Falco cherrug Gray, 1834) − ფრინველი შავარდნისებრთა ოჯა...) |
|||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
* რიგი − [[შავარდნისნაირნი]] (Falconiformes) | * რიგი − [[შავარდნისნაირნი]] (Falconiformes) | ||
* ოჯახი − [[შავარდნისებრნი]] (Falconidae) | * ოჯახი − [[შავარდნისებრნი]] (Falconidae) | ||
| − | * გვარი − შავარდენი (Falco) | + | * გვარი − [[შავარდენი]] (Falco) |
საშუალო სიდიდის მტაცებელი ფრინველია. ფრთა 355-430 მმ-ია. კუდი − 190-255, წონა − 730-1300 გ. დედალი შესამჩნევად დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება მცირეა. მაგრამ არსებობს გეოგრაფიული, ასაკობრივი და ინდივიდუალური ვარიაციები. ზრდასრული ფრინველის მანტია, ზურგი ფრთების მფარავები, მომქნევები, კუდზედა და საჭის ბუმბულები შეიძლება იყოს მუქი ან ღია მურა ფერის, ხშირად ჟანგმიწისფერი ან ქარცი არშიებით და ნაცარა ელფერით. მომქნევების შიგნითა მარაოებზე მოთეთრო-ცვილისფერი ლაქებია. რიგ შემთხვევაში ზურგის მხარეს ნათელი განივი ზოლებია. თავი თითქმის ყოველთვის უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ზურგი; კიდევ უფრო ნათელ შუბლზე წვრილი ღერძულა შტრიხებია; ლოყებიდან კისრის გვერდებზე ეშვებიან მუქი, ზოგჯერ ნაკლებად მკვეთრი წაგრძელებული ლაქები, რითაც [[შავარდენი|შავარდენს]] მოგვაგონებს. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა. მასზე შეიძლება იყოს ცოტა ან მეტად ხშირი მურა ლაქები. წვივების ღია ფერის წაგრძელებულ ბუმბულებზე (საჩერნეზე) მუქი განივი ზოლებია. | საშუალო სიდიდის მტაცებელი ფრინველია. ფრთა 355-430 მმ-ია. კუდი − 190-255, წონა − 730-1300 გ. დედალი შესამჩნევად დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება მცირეა. მაგრამ არსებობს გეოგრაფიული, ასაკობრივი და ინდივიდუალური ვარიაციები. ზრდასრული ფრინველის მანტია, ზურგი ფრთების მფარავები, მომქნევები, კუდზედა და საჭის ბუმბულები შეიძლება იყოს მუქი ან ღია მურა ფერის, ხშირად ჟანგმიწისფერი ან ქარცი არშიებით და ნაცარა ელფერით. მომქნევების შიგნითა მარაოებზე მოთეთრო-ცვილისფერი ლაქებია. რიგ შემთხვევაში ზურგის მხარეს ნათელი განივი ზოლებია. თავი თითქმის ყოველთვის უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ზურგი; კიდევ უფრო ნათელ შუბლზე წვრილი ღერძულა შტრიხებია; ლოყებიდან კისრის გვერდებზე ეშვებიან მუქი, ზოგჯერ ნაკლებად მკვეთრი წაგრძელებული ლაქები, რითაც [[შავარდენი|შავარდენს]] მოგვაგონებს. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა. მასზე შეიძლება იყოს ცოტა ან მეტად ხშირი მურა ლაქები. წვივების ღია ფერის წაგრძელებულ ბუმბულებზე (საჩერნეზე) მუქი განივი ზოლებია. | ||
13:40, 19 თებერვალი 2025-ის ვერსია
ბარი (გავაზი) (ლათ. Falco cherrug Gray, 1834) − ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − შავარდნისებრნი (Falconidae)
- გვარი − შავარდენი (Falco)
საშუალო სიდიდის მტაცებელი ფრინველია. ფრთა 355-430 მმ-ია. კუდი − 190-255, წონა − 730-1300 გ. დედალი შესამჩნევად დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება მცირეა. მაგრამ არსებობს გეოგრაფიული, ასაკობრივი და ინდივიდუალური ვარიაციები. ზრდასრული ფრინველის მანტია, ზურგი ფრთების მფარავები, მომქნევები, კუდზედა და საჭის ბუმბულები შეიძლება იყოს მუქი ან ღია მურა ფერის, ხშირად ჟანგმიწისფერი ან ქარცი არშიებით და ნაცარა ელფერით. მომქნევების შიგნითა მარაოებზე მოთეთრო-ცვილისფერი ლაქებია. რიგ შემთხვევაში ზურგის მხარეს ნათელი განივი ზოლებია. თავი თითქმის ყოველთვის უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ზურგი; კიდევ უფრო ნათელ შუბლზე წვრილი ღერძულა შტრიხებია; ლოყებიდან კისრის გვერდებზე ეშვებიან მუქი, ზოგჯერ ნაკლებად მკვეთრი წაგრძელებული ლაქები, რითაც შავარდენს მოგვაგონებს. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა. მასზე შეიძლება იყოს ცოტა ან მეტად ხშირი მურა ლაქები. წვივების ღია ფერის წაგრძელებულ ბუმბულებზე (საჩერნეზე) მუქი განივი ზოლებია.
ცნობილია 7 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრიბრივი ბარი — F. ch. cherrug Gray, 1834, რომელიც უფრო მკრთალი შეფერილობისაა, მუცლის მხარეს მუქი სიჭრელე ცოტა აქვს, ხოლო ზურგის მხარეს უფრო მორუხოა.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყე-ველების ზონას: დასავლეთით − უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, ბულგარეთი; ჩრდილოეთით — ჩერნიგოვის, მოსკოვის, ტულის, რიაზანის ოლქები და შუა ვოლგისპირეთი; სამხრეთით − ირანი (მაგრამ არ ბუდობს ამიერკავკასიაში), ავღანეთი, მონგოლეთი, დასავლეთი ჩინეთი − ტიბეტამდე და ჰიმალაის მთებამდე; აღმოსავლეთით − მანჯურია და მდ. მეკონგის ზემო დინება. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
ფოთლოვანი ან შერეული ტყეები, რომლებსაც გარს აკრავს ღია ადგილები ან მოიცავს მინდვრებსა და მდელოებს. მშრალი, უტყეო ან მცირეტყიანი კლდეები მთებში თუ ველებზე; გამრავლების შემდეგ შეიძლება შეგვხვდეს სხვა ტიპის ლანდშაფტშიც, მაგრამ უღრან ტყეში არასოდეს შედის.
გამრავლება
ბუდობს უპირატესად ხეებზე, ზოგჯერ კლდის ნაპრალებში და ბუჩქებზეც. ბუდეს თვითონ იშვიათად აკეთებს, უფრო ხშირად იკავებს ყვავის ან რომელიმე მტაცებელი ფრინველის მზა ბუდეს. აპრილის ბოლოს დებს ჩვეულებრივად 3-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.
კვება
ბარის საკვებ რაციონში უმთავრესია ძუძუმწოვრები (თრია, მიწის კურდღელი, ზაზუნა, ყარყუმი და სხვ.). შემდეგ მოდის ფრინველები (სარსარაკი, თეთრი გნოლი, გარეული იხვი, ტარბი, ტოროლა, ყაპყაპი, ჭილყვავი). მცირე რაოდენობით ჭამს ხვლიკებსა და მწერებსაც.
მნიშვნელობა
მავნე მღრღნელების განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს, ხოლო ფრინველებისადმი მიყენებული ზიანი დიდი არაა.