გოკიელი ივანე
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002379/ ივანე გოკიელი] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002379/ ივანე გოკიელი] | ||
| − | + | ==წყარო== | |
| + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | ||
00:35, 24 აპრილი 2025-ის ვერსია
გოკიელი ივანე (ვანო) რაფიელის ძე - (9. X. 1899, თბილისი, – 10. VII. 1972, იქვე), ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1966).
1931 დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (ვ. შჩერბაჩოვის საკომპოზიციო კლასი). 1933-36 იყო საქართველოს რადიოკომიტეტის მუსიკალური გადაცემათა მთავარი რედაქტორი, 1938-42 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1942-44 თბილისის კონსერვატორიის დირექტორი. გოკიელი თბილისში სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი ფუძემდებელია (1924-25).
დაწერილი აქვს ოპერები: „პატარა კახი“ (1943, დაიდგა თბილისში), „წითელქუდა“ (1960 წარმატებით დაიდგა თბილისში, ვილნიუსში, ხარკოვსა და დონეცკში) და „ბროლის ქოში“. ლირიკული კომიკური მუსიკალური ზღაპარი შ. პეროს „გერიას“ სიუჟეტზე (1965), საორკესტრო სიუიტა ქორეოგრაფიული პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“ (1933).