მდივანი ჯემალ
(ახალი გვერდი: '''ჯემალ მდივანი''' – (26. III. 1945, ზესტაფონი – 18. V. 2004, თბილისი), [[ქართვე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | [[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | ||
| − | [[კატეგორია:ღირსების | + | [[კატეგორია:საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები]] |
21:33, 30 აპრილი 2025-ის ვერსია
ჯემალ მდივანი – (26. III. 1945, ზესტაფონი – 18. V. 2004, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი (1985). ვოკალისტთა ზ. ფალიაშვილის სახელობის (1972, თბ. I პრემია), ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა (1972, ბაქო, I პრემია) და ფ. ვინიასის სახელობის (1977, ბარსელონა, II პრემია) საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. ღირსების ორდენი კავალერი (1999).
1973 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. დ. მჭედლიძის კლასი), იმავე წლიდან თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია. შესრულებული აქვს მთავარი პარტიები მათ შორის მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ლევანი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), გელა (რ. ლაღიძის „ლელა“), ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), სკარპია (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), ფიგარო (ჯ. როსინის სევილიელი დალაქი), რიგოლეტო, ოტელო, ჟერმონი, ამონასრო (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, „ოტელო,“ „ტრავიატა“, „აიდა“), ესკამილიო (ჟ. ბიზეს „კარმენი“) და სხვ. გამოირჩეოდა ძლიერი, ლამაზი ტემბრის ხმით, არტისტული ტემპერამენტით.