პევზნერი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კონსტანტინე პევზნერი“ გადაიტანა გვერდზე „[[პევზნერი კონსტანტინ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Pozdneri konstantine.PNG|thumb|150px|კონსტანტინე პევზნერი]]
 
'''კონსტანტინე პევზნერი''' –  (24. 06.1924, ბაქო – 29.VIII.1990, [[თბილისი]]), კომპოზიტორი, [[დირიჟორი]], პიანისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966). 1954 დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო კონსერვატორია (ყარა-ყარაევის საკომპოზიციო კლასი). 1955-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1956-1973 და 1980-1987 ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ სახელმწიფო საეტრადო
 
[[ორკესტრი|ორკესტრს]] „რეროს“, რომლის შესრულება ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით. „რეროს“ სოლისტები იყვნენ; [[ბრეგვაძე ნანი|ნ. ბრეგვაძე]], [[კიკაბიძე ვახტანგ|ვ. კიკაბიძე]], ზ. რცხილაძე, გ. ჩოხელი, ლ. გეგლია, ს. კოროშინაძე, ე. ჭელიძე და სხვ. ორკესტრისათვის მუსიკას წერდნენ ქართველი კომპოზიტორები: [[თაქთაქიშვილი ოთარ|ო. თაქთაქიშვილი]], გ. ცაბაძე, გ. ყანჩელი, [[აზარაშვილი ვაჟა|ვ. აზარაშვილი]], [[კახიძე ჯანსუღ|ჯ. კახიძე]] და თვითონ პევზნერი, რომლის სიმღერებმა, განსაკუთრებით – „დაილოცოს საქართველო“ („ო, რერო, რერო“) და „ნარინჯისფერი სიმღერა“ დიდი პოპულარობა მოიპოვეს. რერო
 
მიმდინარე ცვლილება 13:53, 6 მაისი 2025 მდგომარეობით

კონსტანტინე პევზნერი

კონსტანტინე პევზნერი – (24. 06.1924, ბაქო – 29.VIII.1990, თბილისი), კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966). 1954 დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო კონსერვატორია (ყარა-ყარაევის საკომპოზიციო კლასი). 1955-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1956-1973 და 1980-1987 ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ სახელმწიფო საეტრადო ორკესტრს „რეროს“, რომლის შესრულება ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით. „რეროს“ სოლისტები იყვნენ; ნ. ბრეგვაძე, ვ. კიკაბიძე, ზ. რცხილაძე, გ. ჩოხელი, ლ. გეგლია, ს. კოროშინაძე, ე. ჭელიძე და სხვ. ორკესტრისათვის მუსიკას წერდნენ ქართველი კომპოზიტორები: ო. თაქთაქიშვილი, გ. ცაბაძე, გ. ყანჩელი, ვ. აზარაშვილი, ჯ. კახიძე და თვითონ პევზნერი, რომლის სიმღერებმა, განსაკუთრებით – „დაილოცოს საქართველო“ („ო, რერო, რერო“) და „ნარინჯისფერი სიმღერა“ დიდი პოპულარობა მოიპოვეს. რერო წარმატებით მართავდა გასტროლებს საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთ. 1974-1980 პევზნერი მიიწვიეს რუსეთის სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად.

პევზნერი ძირითადად ოპერეტისა და საესტრადო მუსიკის ჟანრში მუშაობდა. მისი შემოქმედება საზრდოობს ქალაქური მუსიკის ინტონაციური წყაროებით, გამოირჩევა მკაფიო მელოდიურობით და გამომსახველობით. ავტორია არაერთი ოპერეტისა, რომანსისა და სიმღერის. აგრეთვე კინოფილმების („თამაში ფრეს გარეშე“ (1966), „ფილატელისტის სიკვდილი“ (1969), „რერო მასპინძლობს“ (1971) და „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“) და დრამატული სპექტაკლების მუსიკისა.

[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები