ტატიშვილი ცისანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცისანა ტატიშვილი''' – (30 ნოემბერი, 1937, თბილისი – 23 სექტემბერი 20...)
 
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]]
 
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
[[კატეგორია:საბჭოთ კავშირის სახალხო არტისტები]]
+
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:ტატიშვილები]]
 
[[კატეგორია:ტატიშვილები]]

18:42, 12 მაისი 2025-ის ვერსია

ცისანა ტატიშვილი – (30 ნოემბერი, 1937, თბილისი – 23 სექტემბერი 2017, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო), საქართველოს(1972) და სსრკ. (1979) სახალხო არტისტი.

1963 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (გ. ქართველიშვილის კლ.). ამავე წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ჰქონდა სრული დიაპაზონის, ულამაზესი ტემბრის, მოქნილი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. შესრულება გამოირჩეოდა მუსიკალობითა და ექსპრესიით. მისი შესრულებული პარტიებია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ნესტანი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), თამარი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ლიზა (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ლეონორა, აიდა, დეზდემონა (ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ოტელო“), ტოსკა (პუჩინის „ტოსკა“), სალომე (რ. შტრაუსის „სალომე“), დონა ანა (მოცარტის „დონ ჯოვანი“), სანტუცა (მასკანის „სოფლის ღირსება“) და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები