ტიტა რუფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტიტა რუფო''' – Titta Ruffo), (ნამდვილი სახელი და გვარი რუფო კაფიერო ტი...)

19:34, 12 მაისი 2025-ის ვერსია

ტიტა რუფო – Titta Ruffo), (ნამდვილი სახელი და გვარი რუფო კაფიერო ტიტა), (8. VI. 1877, პიზა – 6. VII. 1953, ფლორენცია, დაკრძალულია მილანში), იტალიელი მომღერალი (ბარიტონი).

სიმღერის სწავლა დაიწყო 19 წლისამ. მისი დებიუტი შედგა რომში 1898 (მაცნეს პარტია ვაგნერის „ლოენგრინში“). 1920-იან წლებში მღეროდა „მეტროპოლიტენ-ოპერაში“ (ნიუ-იორკი). 1931 შემდეგ დატოვა სცენა. ტიტა რუფო. XX ს. ერთ-ერთი უდიდესი მომღერალია. მას ჰქონდა იშვიათი სილამაზისა და ფართო დიაპაზონის ხმა, დრამატული ნიჭი. მისი შესრულებული პარტიებია: რიგოლეტო, იაგო (ვერდისრიგოლეტო“, „ოტელო“), ფიგარო (როსინისსევილიელი დალაქი“), სკარპია (პუჩინის „ტოსკა“), ტონიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), დემონი (რუბინშტეინის „დემონი“) და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები