სკარლატი დომენიკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სკარლატი დომენიკო“ გადაიტანა გვერდზე „დომენიკო სკარლატი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დომენიკო სკარლატი“ გადაიტანა გვერდზე „სკარლატი დომენიკო“ გად...) |
მიმდინარე ცვლილება 12:49, 13 მაისი 2025 მდგომარეობით
დომენიკო სკარლატი – (26 ოქტომბერი 1685, ნეაპოლი, – 23 ივლისი 1757, მადრიდი), იტალიელი კომპოზიტორი ორგანისტი და კლავესინისტი. ა. სკარლატის შვილი და მოწაფე. მუშაობდა კაპელმაისტერად. უმთავრესი ნაწარმოებებია სონატები კლავესინისათვის („ეკზერსისები“); სკარლატიმ შეიმუშავა კლავესინზე დაკვრის ვირტუოზული სტილი. მან განჭვრიტა შემდგომი ეპოქის სტილისა და საკომპოზიციო ტექნიკის არაერთი ხერხი. ერთხანს თითქმის მთლად მივიწყებული სკარლატის შემოქმედების აღორძინება იწყება XIX ს-ის 30-იანი წლებიდან და დღესაც დიდად არის აღიარებული. მისი სონატები შესულია ყველა თანამედროვე პიანისტის რეპერტუარში.მასვე ეკუთვნის 10-ზე მეტი ოპერა, საეკლესიო მუსიკა და სხვ.