ოქტავა (ლიტერატურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოქტავა''' – რვატაეპიანი სტროფი, რომლის პირველი ექვსი ტაეპი...) |
16:09, 28 ივლისი 2025-ის ვერსია
ოქტავა – რვატაეპიანი სტროფი, რომლის პირველი ექვსი ტაეპი ურთიერთდაკავშირებულია ჯვარედინი რითმით, ხოლო ბოლო ორის რითმა მოსაზღვრეა (abab abcc).
ოქტავა იტალიური წარმოშობისაა. აქედან გაგრცელდა იგი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა პოეზიაში. ოქტავებითაა დაწერილი XIV-XV საუკუნეების ფრანგი და ინგლისელი პოეტების ბალადები.
ოქტავა განსაკუთრებით გავრცელებულია პოემებში.
ოქტავის მიახლოებითი ქართული შესატყვისია რვული, რომელიც აღორძინების ხანის პოეზიაში რვატაეპიან რითმათა თავისებური კომბინაციის მომცველ ლექსს ეწოდება.